კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკონსტიტუციო სასამართლომ ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული სარჩელი განიხილა

1 ოქტომბერი, 2018
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული მოქალაქე ხ.ყ.-ს საკონსტიტუციო სარჩელი განიხილა.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 მაისს მიმართა. სარჩელი ეხება  საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების  არაკონსტიტუციურად ცნობას.
 
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლი განსაზღვრავს პირის დაზარალებულად ცნობას, დაზარალებულის უფლება-მოვალეობებსა და დაზარალებულის სტატუსის მინიჭების წესებს. ხსენებული ნორმის მე-5 ნაწილი არეგულირებს საკუთარი ინიციატივით ან პირის განცხადების საფუძველზე პროკურორის მიერ აღნიშნული პირის დაზარალებულად ცნობას. ამასთან - განსაზღვრავს, რომ  პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ განცხადებაზე პროკურორის უარი საჩივრდება მხოლოდ ზემდგომ პროკურორთან, უარი არ გასაჩივრდება სასამართლო წესით, გარდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა. ამ შემთხვევაში, პირს უფლება აქვს, პროკურორის აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლო წესით.

ადამიანის უფლებათა ცენტრის სასარჩელო მოთხოვნაა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის შემდეგი სიტყვები: „ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული“.   

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული კანონის ჩანაწერი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 42-ე მუხლებს, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კრძალავს დისკრიმინაციას, ხოლო 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

ადამიანის უფლებათა ცენტრის საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს იმავე თემაზე, სარჩელით კიდევ სამმა მოქალაქემ მიმართა. საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელები გააერთიანა და 20 სექტემბერს ერთ სხდომაზე განიხილა. მოსარჩელეები სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.  

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები