კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქალაქ გორში შესაძლოა, 146 ბავშვი საბავშვო ბაღში ვერ დარეგისტრირდეს

30 სექტემბერი, 2018
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ქალაქ გორში საბავშვო ბაღებმა ფუნქციონირება დაიწყეს, თუმცა, ამ ეტაპზე, 146 ბავშვის მიღებას ვერ ახერხებენ, რადგან საბავშვო ბაღებში ჯგუფები უკვე შევსებულია. გორის მუნიციპალიტეტის მერიის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ლიანა კოვზიაშვილის თქმით, ქალაქ გორის საბავშვო ბაღებში წელს დიდი მომართვიანობა იყო და ამ ეტაპზე 146 ბავშვი რეზერვში რჩება.

,,ქალაქ გორში გვაქვს 18 საბავშვო ბაღი, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში კი მოქმედი 41 ბაღია და ახლა ვხსნით კიდევ სამ საბავშვო ბაღს. საბავშვო ბაღებში ბავშვების მიღების შესახებ 2 000-ზე მეტი ახალი განაცხადია გაკეთებული, რაიონის ბაღებში თითქმის ყველა ჩაირიცხა, ქალაქში გვაქვს რამდენიმე ბაღი, სადაც ძალიან დიდი მომართვიანობა იყო და 146 ბავშვი ჩარიცხვის მოლოდინშია, ისინი არიან რეზერვში ასეთ შემთხვევაში ბავშვებიდან უპირატესობას სოციალურად დაუცველ ოჯახებს მივანიჭებთ",  - აცხადებს კოვზიაშვილი.

კოვზიაშვილი  შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს მხოლოდ ერთ მოცემულობაში ხედავს: ,,ბავშვის მიერ 5 გაცდენის შემდეგ, თუკი მშობელი ექიმის ცნობას ვერ წარმოადგენს, მოხდება მისი გარიცხვა და მის ადგილზე კი სხვა ბავშვი ჩაირიცხება".

ოპოზიცია ამბობს, რომ თვითმმართველობის ბიუჯეტს უფასო საბავშვო ბაღები მძიმე ტვირთად დააწვა. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", ირმა ამბარდნიშვილი მიიჩნევს, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ვაუჩერულ სისტემას უნდა დაუბრუნდეს და უფასო საბავშვო ბაღი მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის უნდა იყოს.

,,ბიუჯეტის გათვალისწინებით, ჩვენ ვერ ავაშენებთ იმდენ საბავშვო ბაღს, რომ ყველა ბავშვი დაკმაყოფილდეს, აქ ხედვა შესაცვლელია. უნდა დაბრუნდეს ვაუჩერული სიტემა და საბავშვო ბაღი ფასიანი უნდა გახდეს შეძლებული ოჯახებისთვის, ასევე ბიუჯეტიდან სუბსიდირება უნდა გავრცელდეს კერძო საბავშვო ბაღებზეც", - აღნინა ირმა ამბარდნიშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელის, ნინო ბერიანიძის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით საბავშვო ბაღები არის უფასო და ამის გათვალისწინებით გორის მერია კანონის შეცვლამდე თანადაფინანსების, ვაუჩერულ პროგრამას ვერ განაახლებს.  

საბავშვო ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, ქალაქის მასშტაბით საბავშვო ბაღებში ჩარიცხვის მსურველთა რაოდენობის მატება იმან გამოიწვია, რომ მუნიციპალიტეტის სოფელებში რეგისტრირებულმა მაცხოვრებლებმა, ბავშვის მიყვანა მათი სოფლის საბავშვო ბაღის ნაცვლად ქალაქის საბავშვო ბაღებში გადაწყვიტეს. 

ახალი ამბები