კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კამპანია 'იცურე მშვიდად' - მორიგი აქცია - სიკვდილის ზონა ქალაქ რუსთავში

8 ოქტომბერი, 2018
კამპანია „იცურე მშვიდად“ მორიგ აქციას გამართავს 9 ოქტომბერს 14:30 საათზე, ქალაქ რუსთავში, მე-11 და მე-12 მიკრორაიონების მიმდებარედ, ჰესთან არსებულ დაჭაობებულ წყალსაცავთან, ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილას, სადაც წარსულში ადამიანების დახრჩობის არაერთი შემთხვევაა დაფიქსირებული.

წყალსაცავის ნაპირზე ერთმანეთის გვერდით ნახავთ ბანაობის ამკრძალავ ბანერს და წყალსაცავში დამხრჩვალი ადამიანის ხსოვნის საპატივცემულოდ აღმართულ ჯვარს. ეს სურათი  გვიჩვენებს, რომ მსგავს საშიშ ადგილებზე მხოლოდ ამკრძალავი ბანერების დამონტაჟება საკმარისი არ არის და ხშირად აუცილებელია, წყლის ობიექტი დაცული იყოს სპეციალური ბარიერებით.  

ქალაქ რუსთავში არსებული წყალსაცავი მიმზიდველი ადგილია მეთევზეებისთვის. ხშირად აქ ბავშვებიც თევზაობენ ან ბანაობენ. მოზარდის დახრჩობის ერთ-ერთი შემთხვევა გაშუქებულია სტუდია „მონიტორის“ საგამოძიებო ფილმში - „სიკვდილის ზონები საქართველოში“. 

იმ ქმედებებს შორის, რაც უნდა განხორციელდეს დახრჩობით გამოწვეული სიკვდილიანობის პრევენციისათვის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ასახელებს, ერთი შეხედვით, მარტივ, დაბალბიუჯეტიან, მაგრამ პრევენციისთვის ეფექტიან ისეთ ნაბიჯებს, როგორიცაა, მათ შორის: ბარიერების დამონტაჟება წყალთან მისასვლელობის/მისაწვდომობის გასაკონტროლებლად.

კამპანია „იცურე მშვიდად“ წელს დაიწყო ანა დოლიძის, ადამიანის უფლებათა ცენტრის, CENN-ის და პროგრესის ცენტრის ინიციატივით. კამპანიის მიზანია ხელისუფლების პასუხისმგებლობის გაზრდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

სექტემბრიდან კამპანიას „იცურე მშვიდად“ მხარს უჭერს ღია საზოგადოების ფონდი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია სხვადასხვა აქციებისა და ადვოკატირების აქტივობების განხორციელება როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

საკონტაქტო პირები: ლანა გიორგიძე - 598 46 70 70. ალეკო ცქიტიშვილი - 599 93 76 76

ახალი ამბები