კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მედიის ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება 'კურიერის' ჟურნალისტისა და ოპერატორის ცემის ფაქტთან დაკავშირებით

10 ოქტომბერი, 2018
 მედიის ინსტიტუტი და ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმაურებიან „რუსთავი 2“-ის გადაცემა „კურიერის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის ცემისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტს. 

„რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, ფიზიკურად გადამღებ ჯგუფს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლები გაუსწორდნენ. ისინი თავს დაესხნენ „კურიერის“ ჟურნალისტ ეკა გაგუასა და ოპერატორ ლევან კალანდიას.  

„კურიერი“ რეპორტაჟს რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდა. „რუსთავი 2-ის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიდეომასალის გადაღებისას კომპანიის წარმომადგენლებმა „კურიერის“ ჟურნალისტს კამერა წაართვეს და მოპოვებული ვიდეომასალის წაშლა სცადეს. რამდენიმე საათის განმავლობაში ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკა კომპანიის წარმომადგენლებს ჰქონდათ ჩაკეტილი.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო და განაცხადა, რომ ჟურნალისტები ტერიტორიაზე უნებართვოდ შეიჭრნენ და პროვოკაციული გზით ცდილობდნენ ინფორმაციის მიღებას. 

მედიის ინსტიტუტი და ადამიანის უფლებათა ცენტრი გმობენ ტელევიზიის ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმას. ორგანიზაციები მოუწოდებენ საგამოძიებო ორგანოებს, დროულად შეისწავლონ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის სავარაუდო ფაქტი. 

 მედიის ინსტიტუტი
 ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები