კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მაია ოთინაშვილი ფსიქორეაბილიტაციის კურსს გადის

15 ოქტომბერი, 2018
 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

,,როდესაც დამაკავეს თვალები ამიხვიეს და რუსულ ბაზაზე გადამიყვანეს, შემდეგ უკვე ცხინვალის იზოლატორში წამიყვანეს", - ასე იწყებს 11 დღიან პატიმრობაზე საუბარს 37 წლის მაია ოთინაშვილი, რომელიც ამბობს, რომ  ის 29 სექტებერს, ხურვალეთში საკუთარი ბაღიდან რუსმა სამხედროებმა წაიყვანეს. ადგილი, სადაც ოთინაშვილი დააკავეს,  საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.

ოთინაშვილის თქმით, დაკავების დროს მასზე ძალა იხმარეს, შემდეგ კი ნორმალურად ექცეოდნენ. მისი დაკავების შემდეგ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, რომ მაია ოთინაშვილი ხანგრძლივი დროის განმავლობაში, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ეხმარებოდა სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს.

ოთინაშვილი წაყენებულ ბრალდებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ მას რუსული კარგად არ ესმოდა და არც იმ დოკუმენტების შინაარსი არ იცოდა რაზეც ცხინვალში ხელს აწერინებდნენ. თუმცა როგორც თავად ამბობს, იგი ცხინვალის სასამართლომ 3 ოქტომბერს ე.წ. „საზღვრის“ დაღვევის ბრალდებით გაასამართლა და ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

,,4 დღე წინასწარი დაკავების იზოლატორში ვიყავი, შემდეგ გაიმართა სასამართლო და ე.წ. „საზღვრის“ დარღვევის ბრალდებით ერთთვიანი პატიმრობა მომისაჯეს და ცხინვალის ციხეზე გადამიყვანეს", - აღნიშნა მაია ოთინაშვილმა. 

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია მაია ოთინაშვილის ცემასთან დაკავშირებით, ოთინაშვილთან მიიყვანეს ჟურნალისტები. ციხის უფროსმა უთხრა ოთინაშვილს,რომ საჭირო იყო გადაეღოთ მისთვის,რადგან ოჯახი დარწმუნებულიყო, რომ იგი ნაცემი არ იყო. ოთინაშვილი ცხინვალის ციხეში წითელი ჯვრის წარმომადგენლებმაც მოინახულეს.

ცხინვალის სასამართლოში მორიგი პროცესი 9 ოქტომბერს გაიმართა, მაია ოთინაშვილს ერთთვიანი თავისუფლების აღკვეთა ერთწლიანი პირობითით შეუცვალეს და გაათავისუფლეს. 

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ოთინაშვილი უკანონო პატიმარი იყო და მის გასათავისუფლებლად საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა. 

,,ეს იყო ჩვენი ხელისუფლების 24 საათიანი მუშაობის შედეგი.რაც შეეხება მის დაკავებას, ეს იყო უკანონო, რადგან ის თავის საკარმიდამო ნაკვეთში დააკავეს და წაიყვანეს", - აცხადებს ციხელაშვილი. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელის, თამთა გოგუაძის თქმით, მაია ოთანიშვილის გათავისუფლებაში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ქართველმა სპორტსმენებმაც შეიტანეს წვლილი. 

,,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა უწყებების ჩართულობით მოხდა უკანონოდ დაკავებული მაია ოთინაშვილის გათავისუფლება. მინდა, მადლობა გადაუხადო იმ სპორტსმენებს, რომლებიც ასევე იყვნენ მის გათავისუფლებაში ჩართული", -  აღნიშნა გოგუაძემ.

მაია ოთინაშვილი ცხინვალის ციხეში გატარებული 11-დღიანი პატიმრობის შემდეგ  ფსიქორეაბილიტაციის კურსს გადის. ოთინაშვილი 12 ოქტომბერს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მოინახულა. სახალხო დამცველი დაინტერესდა თუ რა პირობებში იყო მაია ოთინაშვილი ცხინვალის ციხეში და როგორ ეპყრობოდნენ მას.

ახალი ამბები