კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

'არა - მოღალატე სალომე ზურაბიშვილს' - აქცია გორში

17 ოქტომბერი, 2018
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

,,ქართული ოცნების"  მხარდაჭერილმა, დამოუკიდებელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 12 ოქტომბერს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრები შიდა ქართლის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში გამართა.  

ზურაბიშვილის შეხვედრები ხმაურით დაიწყო ხაშურსა და გორში, მშვიდ ვითარებაში გაგრძელდა ქარელში. ხაშურში ზურაბიშვილის შეხვედრაზე დასწრების საშუალება არ მისცეს სამოქალაქო აქტივისტ ზაზა მეხრიშვილს. 

,,რატომ აცხადებს სალომე ზურაბიშვილი, რომ საქართველომ დაიწყო ომი, ამ ერთი შეკითხვის დასმა მინდოდა, არ შემიშვეს შეხვედრაზე და არ მომცეს კითხვის დასმის საშუალება", - აღნიშნა ზაზა მეხრიშვილმა. 

სალომე ზურაბიშვილს, ხაშურში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე, რუსეთ-საქართველოს ომზე არაფერი უთქვამს, იქ ძირითადად რეგიონების განვითარების შესახებ ისაუბრა.

,,21-ე საუკუნეში ქვეყნა არ იქნება ძლიერი, თუ არ იქნება დაფუძნებული ძლიერ რეგიონებზე. ქვეყანა, რომელიც არის მხოლოდ დედაქალაქი და ყველაფერი ტრიალებს მის ირგვლივ, ეს არ არის ძლიერი ქვეყნა და ეს განვითარების პროცესში ერთ-ერთი დაბალი საფეხურია. რეგიონების განვითარება იქნება ჩემი ერთ-ერთი საზრუნავი",  განაცხდა ზურაბიშვილმა ხაშურში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.

გორის დრამატულ თეატრთან სალომე ზურაბიშვილის მისვლამდე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ და აქცია გამართეს. აქციაზე ტრანსფარანტებთან ერთად იყო შეძახილებიც: „აფხაზეთი განგრენა არ არის”,  “არა მოღალატე სალომე ზურაბიშვილს”, ,,რუსეთი ოკუპანტია", სალომე ზურაბიშვილი, აღნიშნული აქციის გამო, თეატრის შენობაში შესვლას მთავარი შესასვლელიდან მოერიდა და შეკრებილ მხარდამჭერებთან შესახვედრად უკანა კარიდან შევიდა. 

,,სამარცხვინო და მოღალატეობრივი განცხადებაა ის, რაც გააკეთა ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომ თითქოს ომი დაიწყო საქართველომ. ამ განცხადების შემდეგ როგორ გაბედა ჩამოსვლა იმ რეგიონში და იმ ქალაქში, რომელმაც 2008 წლის ომის დროს რუსული აგრესია საკუთარ თავზე იწვნია", - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ,,ენმ -დან ბექა ქორჩილავამ.

სალომე ზურაბიშვილმა გორში ამომრჩეველთან შეხვედრაზე ძირითადად რუსეთ-საქართველოს ომის კონტექსტში მის განცხადებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომი დაიწყო რუსეთმა და აგრესორია რუსეთი თუმცა ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვის გამო კვლავ გააკრიტიკა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მაშინდელი ხელისუფლება.

,,რუსეთთან ურთიერთობაში არ შეიძლება, რომ მასთან დავრჩეთ მარტო. ჩვენ არსებითად გვჭირდება ევროკავშირიც და ნატო, რათა  მათი ჩართულობით დაველაპარაკოთ რუსეთს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთთან საუბარი ერთი ერთზე არასოდეს არ იქნება შედეგის მომტანი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა გორელ ამომრჩეველთან შეხვედრაზე.  

შიდა ქართლის რეგიონში წინასაარჩევნო ტურნეს  სალომე ზურაბიშვილი 16 ოქტომბერს, კასპის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან შეხვედრით დაასრულებს. 

ახალი ამბები