კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა

2 ნოემბერი, 2018
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორში, 25 ოქტომბერს მოკლული 9 წლის გოგო 30 ოქტომბერს დაკრძალეს.  სამოქალაქო პანაშვიდზე მისულმა შს მინისტრის პირველმა მოადგილე კახა საბანაძემ ჟურნალიტებს განუცხდა, რომ მკვლელობაში ბრალდებულ პირს, ბრალი გარყვნილი ქმედების მუხლით დაუმძიმდა. მინისტრის მოადგილის თქმით, მკვლელობის საქმეში ბევრი მტკიცებულება არსებობს და დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.

„დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა და წარედგინა, კერძოდ, დაემატა 141-ე მუხლი, ეს არის გარყვნილი ქმედება. დამატებით გეტყვით იმას, რომ ყველანაირი მტკიცებულებაა იმისთვის, რომ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი და დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს“, - განაცხადა საბანაძემ.

28 ოქტომბერს, სასამართლომ, 9 წლის გოგოს მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ახალგაზრდა მამაკაცს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ახალი ამბები