კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის პრესკონფერენცია ლაშა თორდიაზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით

6 ნოემბერი, 2018
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ინტერესებს. ორგანიზაციის იურისტი ეკა ქობესაშვილი ოფიციალურად არის ჩართული საქმეში და ახორციელებს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოქმედებებს. 

გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას 2017 წლის 13 მაისს თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი გარემოცვა. ეს თავდასხმა პირდაპირ უკავშირდებოდა გენერალური აუდიტორის საქმიანობას და არა მის პირად ცხოვრებას. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი აპროტესტებს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ორგანიზაციას მიუღებლად მიაჩნია, რადგან აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს სამსახურეობრივი მოვალეობის გამო ჩადენილ დანაშაულს. საქმის გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას მისი საქმიანობის გათვალისწინებით. 

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თავდასხმის შემდეგ ლაშა თორდიას აღენიშნებოდა სხეულის სერიოზული დაზიანებები, მათ შორის - ქალა-ტვინის დახურული ტრავმა. ამის მიუხედავად, მას დღემდე არა აქვს დაზარალებულის სტატუსი. ფაქტს, რომ გენერალურ აუდიტორს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, ადასტურებს ოთარ ფარცხალაძის ადვოკატიც, რომელიც მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ თითქოსდა შემთხვევის დროს ე. წ. პროპორციული ძალის გამოყენება გახდა საჭირო „მყისიერი განეიტრალებისთვის“. პროპორციულ ძალაზე საუბარი სრულიად უადგილოა, რადგან ინციდენტისას ლაშა თორდიას გარდა, არავინ დაზარალებულა. 

იმის მიუხედავად, რომ ლაშა თორდიას ცემაში, ყოფილი მთავარი პროკურორის გარდა,  ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი მიხეილ ჩოხელიც მონაწილეობდა, გამოძიება ამით პრაქტიკულად არ დაინტერესებულა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია გამოძიება მიმდირეობდეს საქართველოს პარლამენტის აქტიური კონტროლით და მონაწილეობით, რადგან საქმე ეხება კონსტიტუციური ორგანოს - სახლმწიფო აუდიტის ხელმძღვანელზე თავდასხმას დანაშაულზე, რომელიც ეხება მის საქმიანობას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიესალმება მთავარი პროკურატურის გააქტიურებას, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დაკითხვას და მისთვის ბრალის წაყენებას. თუმცა, ორგანიზაცია არ ფლობს დეტალურ ინფორმაციას მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, ვინაიდან ლაშა თორდიას ჯერ კიდევ არა აქვს დაზარალებულის სტატუსი. შესაბამისად, მისი ინტერესების დამცველ ორგანიზაციას და ადვოკატს საქმის მასალებზე ხელი არ მიუწვდება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი 

ახალი ამბები