კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა, უჩა ნანუაშვილმა უფლებადამცველების მსოფლიო სამიტში მიიღო მონაწილეობა

8 ნოემბერი, 2018
გასულ კვირას, გაეროს უფლებადამცველთა შესახებ პირველი დეკლარაციის მიღებიდან 20 წლის თავზე, მსოფლიოს ყველა კუთხიდან უფლებადამცველები პარიზში შეიკრიბნენ, უფლებადამცველების მსოფლიო სამიტზე. სამიტზე შემუშავდა სამოქმედო გეგმა, თუ როგორ დაიცვან და ხელი შეუწყონ უფლებების დამცველი აქტივისტების მუშაობას. 

სამდღიანი დისკუსიისა და სტრატეგიის შემუშავების შემდეგ, განსაკუთრებული სიმწვავე შეიძინა დეკემბრისთვის გაეროს წინაშე წარსადგენ სამოქმედო გეგმაში მონიშნულმა რეგიონულმა და გლობალურმა საკითხებმა, გარემოსდაცვითმა უფლებებმა, ქალი უფლებადამცველების პრობლემებმა და ყველგან გახშირებულმა თავდასხმებმა უფლებადამცველებზე. 

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა მიქელე ბაშლეტმა, სამიტის გახსნისას თქვა: „რასაც ჩვენ უფლებადამცველები გვასწავლიან, არის ის, რომ ყველა ჩვენთაგანს შეგვიძლია, დავიცვათ ჩვენი და სხვების უფლებები, ჩვენს სამეზობლოში, ჩვენს ქვეყნებში და მთელ მსოფლიოში. ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ სამყარო“. 

სამიტზე განიხილეს მოწოდებები მთავრობების, კორპორაციების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, დონორების და სხვების მიმართ, რათა დროულად მიიღონ ეროვნული სამთავრობო სამოქმედო გეგმები, აღასრულონ კანონი გაეროს დეკლარაციის მიხედვით, დაიცვან უფლებადამცველები და ეს იყოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ქალი უფლებადამცველების, ლგბტ თემის, მოწყვლადი ჯგუფებისა და სხვა მარგინალური ჯგუფების უფლებადამცველების დაცვას და საქმიანობას. 

Amnesty International-ის გენერალურმა მდივანმა კუმი ნაიდომ განაცხადა: „კრიტიკულ ზღვარს მიაღწია მთელ მსოფლიოში არსებულმა საფრთხემ, რომლის წინაშეც დგანან აქტივისტები. ყოველდღიურად, ჩვეულებრივ ადამიანებს ემუქრებიან, აწამებენ, აპატიმრებენ და კლავენ მათი ბრძოლის ან საქმიანობის გამო. ახლა  მოქმედების დროა და საჭიროა, გავუმკლავდეთ უფლებადამცველების წინააღმდეგ აგორებულ გლობალური რეპრესიებს“. 

დასკვნითი ღონისძება გაიმართა Palais de Chaillot-ში, სადაც 70 წლის წინ ხელი მოეწერა ადამიანის უფლებების შესახებ საყოველთაო დეკლარაციას. შეკრებილმა 150-მა უფლებადმცველმა შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა და წვლილი შეიტანეს იმ ადამიანების შრომაში, რომლებიც მთელ მსოფლიოში დაუღალავად იბრძვიან უფლებების დასაცავად. 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) გენერალურმა მდივანმა ალის მოგუემ; პულიცერის პრემიის ლაურეატმა, ჟურნალისტმა მეთიუ კარუანა გალიზიამ, რომელიც მოითხოვს მართლმსაჯულების აღსრულებას მას შემდეგ, რაც დედამისი, დაფნე კარუანა გალიზია მოკლეს მალტაში გასულ წელს; ანიელე ფრანკო - რომელიც მამაცად იბრძვის მისი დის, ბრაზილიელი აქტივისტისა და არჩეული კონსულის მარიელე ფრანკოს სახელით, რომელიც შვიდი თვის წინ საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. 
საქართველოდან უფლებადამცველთა მსოფლიო სამიტში მონაწილეობდა ადამიანის უფლებათა ცენტრის  წარმომადგენელი, უჩა ნანუაშვილი. 

ჰინა ჯილანი, OMCT-ის პრეზიდენტი, პაკისტანის ადამიანის უფლებათა კომისიის დამფუძნებელი და უფლებადამცველების მდგომარეობის შესახებ გაეროს პირველი სპეციალური მომხსენებელი: „სახელმწიფოები ჩვენ არასდროს გვაძლევენ სივრცეს. ეს უფლებადამცველების დამსახურებაა რომ სამოქალაქო საზოგადოებას აქვს სივრცე. როდესაც დღეს გხედავთ თქვენ, რომლებიც იცავთ ადამიანის უფლებებს, აღარ ვარ ძალიან პესმისიმისტურად განწყობილი. როგორც მოძრაობა, ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ასეთი გლობალური როგორც ახლა ვართ. მაგრამ ჩვენ ცალსახად უნდა განვუმარტოთ სახელმწიფოებს: თქვენ გჭირდებათ გაუძლოთ ამ გამოწვევას და ისაუბროთ უფლებადამცველების სახელით. ადამიანის უფლებები იოლად არ მოდის“. 

ახალი ამბები