კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში - „ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა“

8 ნოემბერი, 2018
 
25 ოქტომბერს,  სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრმა  პროექტის “ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში” ფარგლებში მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია. ორგანიზაცია პროექტს ახორციელებდა ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშში „ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა“ წარმოდგენელია ორგანიზაციის წარმოებაში არსებული გენდერული ძალადობის, გენდერული ნიშნით ან/და ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საქმეები და მათი ანალიზი; საკონსტიტუციო სასამართლოსა და გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტში გაგზავნილი საქმეები;  ასევე ანგარიშში მიმოხილულია საქმის წარმოების პროცესში იდენტიფიცირებული როგორც საკანონმდებლო ისე პროცესუალურ დონეზე არსებული ხარვეზები, რაც აფერხებს ძალადობის და დისკრიმინაციის მსხვერპლთა უფლებების ეფექტურად დაცვას. ანგარიშში წარმოდგენილია რეკომენდაციები კონკრეტული სახელმწიფო უწყებების მიმართ.

პროექტის ფარგლებში ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გამოვლენილ პრობლემებზე საკუთარი პოზიციები წარმოადგინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტისა და მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს წარმომადგენლებმა. პრეზენტაციაში და შემდგომ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, რეინტეგრაციისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სახალხო დამცველის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც. 

ახალი ამბები