კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგის ანგარიში

15 ნოემბერი, 2018
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი ხვალ გამოაქვეყნებს ანგარიშს - „მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების  დეპარტამენტის  საქმიანობის მონიტორინგი“.
 
ანგარიშში წარმოდგენილია მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების  დეპარტამენტის მონიტორინგის შედეგები. 
 
მონიტორინგის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრმა შეისწავლა შემდეგი საკითხები: როგორია დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკა; რა წესით ინიშნებიან პროკურორები და გამომძიებლები;  რამდენ და რა კატეგორიის საქმეებს აწარმოებს დეპარტამენტი; როგორ მიმდინარეობს სამართალწარმოებისას მოქალაქეთა დარღვეული უფლების აღდგენისა და იძულებით, უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების  პროცესი; როგორია დეპარტამენტში საქმეთა მისაღებობის კრიტერიუმები და განაწილების წესი; რა საფუძვლებით ხდება  დადგენილებების მიღება ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ; როგორ მიმდინარეობს სასამართლოში საქმეთა განხილვა სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე; რა მიდგომები აქვს სასამართლოს ამ ტიპის დავების განხილვისას და რა სპეციფიკით ხასიათდება სასამართლო განხილვის პროცესი.
 
საქართველოს მთავარ პროკურატურას სტრუქტურული ერთეული - სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი 2015 წლის მარტში დაემატა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის, თუ რომელ წლებში ჩადენილ დანაშაულებზე მუშაობს დეპარტამენტი, პრაქტიკის თანახმად, იგი ამ დროისათვის მხოლოდ 2012 წლამდე ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებს იძიებს. 
 
პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზის, არსებული პრაქტიკის, სასამართლო მონიტორინგის, მოქმედი ადვოკატების და დაზარალებულების გამოკითხვამ, ასევე - სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენებისა და პროკურორთა მიერ მიღებული დადგენილებების შესწავლამ და გააანალიზებამ წარმოაჩინა პროკურატურისა და სასამართლო ხელისუფლების საქმიანობის როგორც დადებითი, ასევე პრობლემური საკითხები. 
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშში მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ პრობლემურ საკითხებთან ერთად წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება ხელს შეუწყობს დეპარტამენტის ეფექტიან საქმიანობას.

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების  დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგი ადამიანის უფლებათა ცენტრმა განახორციელა ღია საზოგადოების ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, 2017 წლის 25 ოქტომბრიდან 2018 წლის 25 ოქტომბრამდე პერიოდში.

ახალი ამბები