კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის სადერმაკაციო სამუშაოები სოფელ ატოცთან განაახლეს

15 ნოემბერი, 2018
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ქარელის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცთან საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის სადერმაკაციო სამუშაოები 6 ნოემბერს დაიწყო და დღემდე გრძელდება. 8 ნოემბრის მდგომარეობით,    სოფელ ატოცთან  დაახლობით 500 მეტრ ფართობზე დამონტაჟებულია რკინის ბოძები, რაც გამყოფი ხაზის, მავთულხლართების ან რკინის კონსტრუქციების დასამონტაჟებლად არის გამზადებული.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე რამდენიმე ადგილობრივის სახნავ–სათესი მიწები მოჰყვა, დაახლოებით, 5 ჰა მიწის ფართობი. როგორც ატოცში მცხოვრებლები განმარტავენ, მიწების ნაწილზე  საშემოდგომო სასოფლო–სამეურნეო სამუშაოები ჩატარებული აქვთ, დათესილია მარცვლეული კულტურა, კერძოდ კი, ხორბალი. ადგილობრივებს შიში აქვთ, რომ მოსავალს ვეღარ აიღებენ რადგან მათი ნაკვეთები იმ რკინის კონსტრუქციების იქეთ აღმოჩნდა, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაამონტაჟეს.

ისიდორე ბოლოთაშვილი, ატოცში მცხოვრები: ,, 30 ჰა სახნავ სათესი მიწები უკვე მოყოლილია ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კიდევ არის საფრთხე რომ დამატებით 5 ჰა–მდე სახნავ სათესი მიწები მოყვეს იქეთა მხარეს."

7 ნოემბერს ატცოში შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ჩავიდა, მან საკუთარი თვალით ნახა ის ტერიტორია, სადაც ე.წ. საზღვრის სადერმაკაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ციხელაშვილმა პროცესი ისტორიულ ანომალიად შეაფასა და ატოცელებს დაპირდა რომ ხელისუფლება მათ მცოცავ ოკუპაციასთან მარტო და უყურადღებოდ არ დატოვებს.

,,ჩვენი პასუხი არის კიდევ უფრო მეტი განვითარება, ამ ხალხის დახმარება, რომლებიც გმირულად უძლებენ ამ უმძიმეს მდგომარეობას. ის რაც ხდება ატოცში და 60–ზე მეტ სოფელში ეს არის ისტორიული ანომალია, შეუძლებელია ხალხი, რომელიც დღეს ცხოვრობს ცხინვალის რეგიონში, მართალია 80 %–ით დაცარიელებულია მაგრამ მაინც, დააკავო მავთულხლართების იზოლაციაში. ამ დღეებში ცხინვალში აღნიშნავენ საბჭოთა ლიდერების პოსტერების წინ ოქტომბრის რევოლუციის დღეს, ახალგაზრდა თაობას და ბავშვებს წითელი ყელსახვევებით ამღერებენ საბჭოთა სიმღერებს და ტოვებენ წარსულში, რაც უსამართლობა კი არა ისტორიული ანომალია და რაც დასრულდება. ეს მავთულხლართები ვერ მიაღწევს თავის მიზანს",  – განაცხადა ციხელაშვილმა.

8 ნოემბერს საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის სადერმაკაციო სამუშაოები აღარ განაახლეს თუმცა ტერიტორიაზე პატრულირებას აგრძელებენ.   ადგილზე ჩასულმა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხდა, რომ საოკუპაციო ხაზის გავლების სამუშაოები  რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა. 

,,საქართველო ამ ყველაფერს არ შეგუება და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ აღკვეთილი იქნას მსგავსი პროვოკაციული მოქმედებების რუსეთის მხრიდან", – განაცხდა შიდა ქართლის გუბერნატორმა. 

ატოცში არსებულ ვითარებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბრიფინგით გამოეხმაურა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არ შეეგუება მავთულხლართებს და ყველა ბერკეტს გამოიყენებს პროცესის შესაჩერებლად.  
 
„მინდა, გამოვეხმაურო სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას. რუსეთის ფედერაციის მიერ ხელოვნური ბარიერების მშენებლობის განახლება გახლავთ საოკუპაციო პოლიტიკის ხელწერა 2008 წლიდან. ჩვენ არ შევეგუებით არც ახალ და არც ძველ მავთულხლართებს და ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ეს პროცესი შევაჩეროთ. ამ პროცესის შესახებ ინფორმირებულია ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია. მტკიცე მხარადაჭერა გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის და დარწმუნებული ვარ, რომ ამ უსამართლობას აუცილებლად შევაჩერებთ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ვაგრძელებთ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ოჯახების დახმარებას“,- განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.
  

ახალი ამბები