კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სირიაში პანკისელი ადამ გუმაშვილი დაიღუპა

30 ნოემბერი, 2018
Reginfo.ge

სირიაში პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს მკვიდრი, 44 წლის ადამ (გურამ) გუმაშვილი დაიღუპა. ამის შესახებ გუმაშვილის ოჯახსა და ნათესავებს გარდაცვლილის ცოლმა დღეს, დილით, სირიიდან შეატყობინა. ჯოყოლოში, გუმაშვილის ოჯახში სამძიმარს იღებენ.

როგორც გარდაცვლილის ნათესავებმა პანკისის სათემო რადიო WAY-ს უთხრეს, ადამ გუმაშვილი გუშინ გარდაიცვალა. ოჯახისთვის მისი სიკვდილის გარემოებები უცნობია.

ადამ გუმაშვილი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი გავლენიანი პირი იყო. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა „ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილ ლიდერთან თარხან ბათირაშვილთან და მისი გუნდის წევრად მიიჩნეოდა.

2017 წლის ნოემბერში, როდესაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე კონტრტერორისტული ოპერაცია ჩაატარა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ლიკვიდირებული ადამ გუმაშვილი იყო, რაც მოგვიანებით არ დადასტურდა.

ადამ გუმაშვილი პანკისის უხუცესთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარისა და ქისტი პოეტის, სულეიმან გუმაშვილის შვილია. პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, ის პანკისიდან სირიაში 2013 წელს წავიდა და მოგვიანებით, შვილი, 18 წლის სულთან გუმაშვილიც წაიყვანა. სულთან გუმაშვილი ჯოყოლოს საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. იგი სირიაში საომარი მოქმედებების შედეგად, 2016 წლის აგვისტოში დაიღუპა. პანკისის ხეობაში ცხოვრობს ადამ გუმაშვილის 2 ცოლი და 6 შვილი, ორი ცოლი კი სირიაში ჰყავს.

პანკისის სათემო რადიოს მონაცემებით, სირიაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 31 პანკისელი ემსხვერპლა:
  • 44 წლის ადამ გუმაშვილი (ნოემბერი, 2018)
  • 38 წლის თამაზ ბათირაშვილი (ივლისი, 2018)
  • 34 წლის აღაზა ბორჩაშვილი (2017/18)
  • 36 წლის კახა ტოხოსაშვილი (2017/18)
  • 8 წლის ხამზა ტოხოსაშვილი (2017/18)
  • 18 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი (სექტემბერი, 2017)
  • 40 წლის გიორგი მარგოშვილი, იგივე ფეიზულა კუშტანაშვილი (დეკემბერი, 2017)
  • 25 წლის მუხმად ბაღაკაშვილი (მაისი, 2017)
  • 20 წლის რამზან ბაღაკაშვილი (დეკემბერი, 2016)
  • 24 წლის მუხმად ხანგოშვილი (ნოემბერი, 2016)
  • 21 წლის სულთან გუმაშვილი (აგვისტო, 2016 )
  • 30 წლის თარხან ბათირაშვილი (ივლისი, 2016)
  • 34 წლის რუსლან ქავთაროვი (ივლისი, 2016)
  • 26 წლის ბექხან ტოხოსაშვილი (ივლისი, 2016)
  • 39 წლის ომარ მარგოშვილი (ივნისი, 2016)
  • 22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილი (ივნისი, 2016)
  • 39 წლის ვახა ბუგიევი (აპრილი, 2016)
  • 24 წლის რამზან ფარეულიძე (იანვარი, 2016)
  • 22 წლის მუხმად თურქოშვილი (იანვარი, 2016)
  • 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი (ივნისი, 2015)
  • 33 წლის იბრაჰიმ ცათიაშვილი (მაისი, 2015)
  • 24 წლის დავით სვიაკაური (თებერვალი, 2015)
  • 18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი (დეკემბერი, 2014)
  • 21 წლის ჯაბრაილ ცათიაშვილი (დეკემბერი, 2014)
  • 22 წლის გურამ გუმაშვილი (ოქტომბერი, 2014)
  • 18 წლის ბესო კუშტანაშვილი (სექტემბერი, 2014)
  • 36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი (თებერვალი, 2014)
  • 24 წლის ხალიდ აჭიშვილი (ოქტომბერი, 2013)
  • 26 წლის ჰამზათ აჭიშვილი (ივლისი, 2013)
  • 40 წლის აბდულ-მალიქ მუთოშვილი (ივლისი, 2013)
  • 23 წლის რუსტამ გელაევი (აგვისტო, 2012)

ახალი ამბები