კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში დაკარგული მოზარდის ცხედრის სამძებრო სამუშაოები განახლდა

7 დეკემბერი, 2018
  ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის კულტურისა და დასვენების პარკში 14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის მოზარდის, ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება. საგამოძიებო ექსპერიმენტში გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ი.ნ. მონაწილებდა, რომელიც 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის საქმეში ფიგურირებდა. კერძოდ კი, ი.ნ-მ  გამოსასყიდის მოთხოვნით ოჯახს წერილებს უგზავნიდა. 2004 წელს ი.ნ. სასამართლომ თანხის გამოძალვის ბრალდებით გაასამართლა. მას შემდეგ რაც ი.ნ. გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დააკავეს,  შს მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ განაცხადა, რომ 11 წლის მოზარდის გაუჩინარების საქმესთან დაკავშირებით ი.ნ-მ სამართალდამცველებს დამატებითი ჩვენება მისცა და ახალბაღის ტერიტორიაზე სავარაუდო ადგილი მიუთითა სადაც 11 წლის მოზარდი დამარხეს.

გორის კულტურისა და დასვენების პარკში ბოლო ერთი თვეა რაც ტერიტორია შემოსაზღვრულია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გეოსკანერის მიერ მიწის ზედაპირის დათვალიერებისა და გადაღებულ მასალაზე ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, ახალბაღის ტერიტორიაზე დაიწყო მიწის გათხრის სამუშაოები, სადაც მძიმე ტექნიკის ჩართვაც მოხდა.  

6 დეკებერს აღმოჩენილი იქნა ძვლები, რომელიც ცხოველს ეკუთნოდა.  საგამოძიებო პროცესში ცნობილი არქეოლოგი ვახტანგ ლიჩელი ჩაერთო, რომელმაც  სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხდა, რომ პროცესი სწორად მიმდინარეობს.

​„ჩვენი კონსულტაციები ეხებოდა იმას, რამდენად მეთოდოლოგიურად სწორად მიმდინარეობს სამუშაოები და ხომ არ არის შეცდომის დაშვების ალბათობა. ყველაფერი კეთდება ძალიან სკურპულოზურად, დეტალურად და ექსპერტები თავზე ადგანან ყოველ მუჭა მიწას“, – განაცხადა ვახტანგ ლიჩელმა.

ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის სამძებრო სამუშაოები გორში ნოემბრის დასაწყისში განახლდა, მას შემდეგ რაც გეოსკანაერის მიერ მიწის ქვედა შრეების მასალის გადაღება და დამუშავება მოხდა.

ახალი ამბები