კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წინასაახალწლო დაკავებები საოკუპაციო ხაზთან

26 დეკემბერი, 2018
 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

 23  დეკემბერს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცა: სოფელ დიციდან მამუკა ხუბულური, ხოლო ხურვალეთიდან - ოთარ სამნიაშვილი.

ოთარ სამნიაშვილი შშმ პირია. თვითმხილველების თქმით, მისი დაკავება საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოხდა. 
,,ხანდაზმულთა თავშესაფრის ტერიტორიიდან დაინახეს თუ როგორ გადმოვიდნენ ოკუპანტები ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და დააკავეს ოთარ სამნიაშვილი, რომელიც შშმ პირია. მას უჭირს მეტყველება, იგი ვერც თავის სახელს ამბობს და ვერც - გვარს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მორალურად იმდენად დაეცნენ, რომ შშმ პირებსაც არ ინდობენ და იტაცებენ", -  ამბობს ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან მდებარე  ხანდაზმულთა თავშესაფრის დირექტორი ლუდა სალია.

ორივე დაკავებული 24 დეკემბერს გაათავისუფლეს.
 

ახალი ამბები