კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროკურატურამ ლაშა თორდიას ცემის საქმეზე ფარცხალაძესა და ჩოხელს ბრალი არარელევანტური მუხლით წარუდგინა

27 დეკემბერი, 2018
 
საქართველოს პროკურატურამ არ დააკაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნა ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას საქმეზე ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის და ფინანსთა სამინისტროს მაღალჩინოსნის, მიხეილ ჩოხელისთვის წარდგენილი სსსკ-ის 126-ე მუხლით წარდგენილი ბრალი (ცემა), გადაკვალიფიცირებულიყო  ამავე კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით (სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმა, მისი საქმიანობიდან გამომდინარე).

ყოფილ გენერალურ აუდიტორზე თავდასხმა და ფიზიკური ანგარიშსწორება  უკვე 1 წელზე მეტია არაერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. 2017 წლის 13 მაისს საქართველოს გენერალურ აუდიტორს, ლაშა თორდიას თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მიხეილ ჩოხელი. აღნიშნულ ფაქტზე მალევე დაიწყო გამოძიება ცემის მუხლით და მიმდინარე საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები, ძირითადად, ჩატარდა 2017 წლის აგვისტოს თვემდე.  

2018 წლის 5 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის პერიოდში, მყისიერად გააქტიურდა საქართველოს მთავარი პროკურატურა და ლაშა თორდიას მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ერთ დღეში ბრალი წარუდგინა ოთარ ფარცხალაძეს და მიხეილ ჩოხელს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას, ლაშა თორდია ცნო დაზარალებულად, ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების გამოყენების თაობაზე მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით. ამავე დღეს ჩატარდა სასამართლო პროცესი ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების გამოყენების თაობაზე. ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის აუხსნელი და გაუგებარია პროკურატურის ასეთი ჰიპერაქტიურობა და განსაკუთრებით კი ის ფაქტი, რომ 2018 წლის  5 ნოემბერს  ჩატარებული ყველა ღონისძიების თაობაზე, ლაშა თორდიას ინტერესების დამცველი ორგანიზაციისთვის, ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის ტელევიზიიდან გახდა ცნობილი. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, ბრალი, რომელიც წარედგინათ ოთარ ფარცხალაძესა და მიხეილ ჩოხელს, არ შეესაბამება საქმეში არსებულ გარემოებებს. აღნიშნულზე ადამიანის უფლებათა ცენტრმა შუამდგომლობით მიმართა პროკურატურას და მოითხოვა, რომ საქმეზე დაწყებული გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 353-ე პრიმა მუხლზე, რაც გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას მისი საქმიანობიდან გამომდინარე. 

მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა, საქმეზე არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, არ მსჯელობს ჩადენილი დანაშაულის ჯგუფურ ხასიათზე, მიუხედავად იმისა, რომ ოთარ ფარცხალაძესა და მიხეილ ჩოხელს ბრალი წარდგენილი აქვთ ერთსა და იმავე ქმედებაზე და საქმეზე. შესაბამისად, აშკარად იკვეთება ერთსა და იმავე საქმეზე ორი პირის მიერ ერთობლივი დანაშაულებრივი ქმედება, რაც გულისხმობს  ჯგუფურად  დანაშაულის ჩადენას, რაზეც უნდა დადგეს შესაბამისი სამართლებრივი შედეგი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, განიხილოს და იმსჯელოს ადამიანის უფლებათა ცენტრის შუამდგომლობასთან დაკავშირებით და დანაშაულებრივ ქმედებაზე ბრალდებულებს ბრალი წარუდგინოს შესაბამისი მუხლით, კერძოდ  სსსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას მისი საქმიანობიდან გამომდინარე. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ჯგუფური დანაშაულებრივი ქმედების იდენტიფიცირება, რაც გაზრდის საქართველოს პროკურატურის კვალიფიციურობის, ობიექტურობის, მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის ხარისხს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები