კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩავარდნილი პროექტები და ბიუჯეტში დარჩენილი ორ მილიონი ლარი

28 დეკემბერი, 2018
 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მუნიციპალიტეტის მერიას 2018 წლის ბიუჯეტში ორ მილიონამდე ლარი აუთვისებელი დარჩა. აღნიშნული თანხა, ძირითადად, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იყო გათვალისწინებული. მათ შორის ერთ-ერთი მსხვილი პროექტი ქალაქ გორში, სადგურის დასახლებაში, საბავშვო ბაღის მშენებლობაა, რომლისთვისაც მერიამ  ტენდერი უკვე სამჯერ  გამოაცხადა. რადგან სამშენებლო კომპანიებმა ტენდერით გათვალისწინებული პირობები რამდენჯერმე დაარღვიეს, საბავშვო ბაღის მშენებლობის დასაწყებად, მერიამ სატენდერო განაცხადი უკვე მეოთხედ გაიტანა აუქციონზე.  

გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტში თანხის დარჩენა ტენდერში გამარჯვებული კომპანიების უპასუხიმგებლობით აიხსნება.  

„საბავშვო ბაღის ტენდერი ჩავარდა 3-ჯერ, რომლის ბიუჯეტი, დააახლოებით, ნახევარი მილიონი ლარით იყო გათვალისწინებული. ასევე არის გზების დახაზვის სამუშაოები, რომელიც თერმოპლასტით უნდა გაკეთებულიყო,რომელიც, დახლოებით, 5 წელი ძლებს. ამ პროექტის გადადებაც მოგვიხდა, იმის გამო რომ ხარისხიანად გაკეთებულიყო. ასევე არის მცირე ბიუჯეტიანი პროექტები, წყლის რეაბილიტაციის სამუშაოები და კიდევ სხვა პროექტები, რომელთა ბიუჯეტმა ჯამში 2 მილიონამდე ლარი შეადგინა და ეს თანხა დაგვრჩა გაუხარჯავი", - აცხადებს გორის მერი და ჩავარდნილ პროექტებზე პასუხიმგებლობას მთლიანად სამშენებლო კომპანიებს აკისრებს.

მერისგან განსხვავებული მოსაზრება აქვთ საკრებულოს წევრებს ოპოზიციიდან. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ვასილისა ჯაბახიძის განცხადებით, მერიის სამსახურები სათანადოდ ვერ მუშაობენ და აქედან არის გამოწვეული აუთვისებელი თანხები და ჩავარდნილი პროექტები.  
 
,,არაკვალიფიციური კადრებით არის გამოწვეული ეს მდგომარეობა და მხოლოდ კომპანიების დადანაშაულება ჩავარდნილ პროექტებზე არ არის მართებული, რადგან პასუხისმგებლობა მერიის შესაბამის სამსახურებსაც ეკისრებათ. იმის ნაცვლად, რომ ამ პროექტებისთვის მიეხედათ, პირადად მერი და მერიის თანამშრომლები ჩართული იყვნენ არჩევნებში და ამიტომ მივიღეთ ეს შედეგი. გორის მერთან ერთი კითხვა მაქვს, ეს ორი  მილიონი ლარი რომ ყოფილიყოს სახელფასო დანამატისთვის გათვალისწინებული, მაშინაც ვერ მოხდებოდა მისი ათვისება?", - აცხადებს ვასილისა ჯაბახიძე.

საკრებულოს წევრებს ,,ქართული ოცნებიდან"  მიაჩნიათ, რომ ბიუჯეტის ათვისებას ხელი საარჩევნო წელმა შეუშალა, რადგან წინასაარჩევნოდ, კანონით, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა აკრძალულია.

,,პროექტების 80%-იანი შესრულება აქვს გორის მერიას, რაც შეეხება აუთვისებელ თანხებს, ეს უკავშირდება საარჩევნო წელს, რა დროსაც ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საშუალება არ გვაქვს, თან არჩევნების მეორე ტურიც იყო და კიდევ უფრო გაიწელა ეს დრო",- აცხადებს ,,ქართული ოცნების" წევრი თამარ მურალოვა.

გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს აუთვისებელი თანხები გადავა მომავლის წლის ბიუჯეტში და დაგეგმილი პროექტების შესრულებას მოხმარდება.

ახალი ამბები