კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვაშლის ჩიფსის საწარმო საოკუპაციო ხაზთან

28 დეკემბერი, 2018
 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

კარტოფილის ჩიფსის ვაშლით ჩანაცვლების იდეა, აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტ შაკო მძინარაშვილს რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად გაუჩნდა.  რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ  იდეის განხორციელება  ,,სტარტაპ საქართველოს" პროგრამის ფარგლებში შეძლეს და საოკუპაციო ხაზთან  მდებარე სოფელ დიცში ვაშლის ჩიფსის გადამამუშავებელი საწარმო გააკეთეს. ,,ენკენის" ეტიკეტით ვაშლის ჩიფსი უკვე იყიდება.

,,ვაშლის ჩიფსი სავაჭრო ქსელებში უკვე   იყიდება და მომხმარებელი კმაყოფილია. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებასთან ერთად და ამ საწარმოს სოციალური დანიშნულებაც აქვს, რადგან დასაქმებული გვყავს 12 ადამიანი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. წარმოების გაფართოებასთან ერთად ვგეგმავთ დასაქმებულების რაოდენობის გაზრდასაც", - აღნიშნა შაკო მძინარაშვილმა.

27 დეკემბერს   პრემიერ-მინისტრი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ დიცში ჩავიდა და საწარმო ადგილზე დაათვალიერა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, სახელმწიფო დახმარებას გაუწევს რომ ვაშლის ჩიფსი მსოფლიო ბაზარზე გავიდეს.  
   
,,ჩვენმა ახალგაზრდებმა გამოიგონეს უნიკალური მეთოდი ხილის შრობის და დაიწყეს ვაშლის ჩიფსის წარმოება, რომელიც არის ძალიან პოპულარული და არის ჯანსაღი საკვები ყოველგვარი დანამატების გარეშე. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა რომ ვაშლის ჩიფსის დამზადებისას საწარმოში მოიხმარენ ადგილობრივ პროდუქტს. ვაშლის ჩიფსები გახდა ძალიან პოპულარული არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე, არამედ დაიდო კონტრაქტი ჩინეთში მსხვილ კომპანიასთან", -განაცხდა პრემიერ- მინისტრმა.

 ვაშლის ჩიფსების წარმოებასთან ერთად დიცში გახსნილ საწარმოში  მსხლის, გოგრის, ჭარხლის და სტაფილოს ჩიფსების წარმოებასაც გეგმავენ.
 

ახალი ამბები