ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი
მკვლელობა გორში, 70-წლამდე ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. მეზობლების თქმით, გარდაცვლილი ლილი დათუნაშვილი საკუთარ სახლში შვილმა იპოვა. გარდაცვლილი მარტო ცხოვრობდა, მეზობლების თქმით მას ჯანმრთელობის პრობლემები არ ქონია და იგი ერთ-ერთი საავადმყოფოს ლაბორატორიაში მუშაობდა. გარდაცვლილის სახლიდან წაღებული არაფერია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტს სისხლის სამართლის სამართალის კოდექსის 108-ე მუხლით იძიებს, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.