კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში 'სამოქალაქო ბიუჯეტის' გამარჯვებული პროექტები დასახელდა

29 იანვარი, 2019
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

21 იანვარს გამართულ პრეზენტაციაზე ,,სამოქალაქო ბიუჯეტის" პროექტის  ფარგლებში გამარჯვებული საპროექტო ინიციატივების პრეზენტაცია გაიმართა. გორის მერმა გამარჯვებული პროექტის ავტორები დაასახელა და ისინი სიმბოლური საჩუქრებით დაასაჩუქრეს.

,,ჩემი მერობის პერიოდში ,,სამოქალაქო ბიუჯეტის" პროგრამა მთლიან მუნიციპალიტეტში განვახორციელეთ. მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო და მათ წარმოადგინეს პროექტები, რომლებიც მიმდინარე წელს დაფინანსდა. ამისათვის ბიუჯეტიდან 2 800 000 ლარი გამოიყო", - აცხადებს გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.

"სამოქალაქო ბიუჯეტის" პროგრამა გორის თვითმმართველობამ 2016 წელს დაიწყო. იმ დროისთვის გორი ორ თვითმმართველ ერთეულად იყოფოდა: ქალაქად და რაიონად. პროექტი საპილოტედ გორის მერიამ ქალაქის მასშტაბით დაიწყო და მოქალაქეებს ეკითხებოდნენ, თუ რა უნდოდათ, ,,სამოქალაქო ბიუჯეტის" ფარგლებში, მათ დასახლებაში გაკეთებულიყო. პროექტს მოქალაქეებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი წერდა, მერია კი განხილვის შემდეგ წყვეტდა დაეფინანსებინა თუ არა.  საპილოტე პროექტმა გაამართლა. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქალაქმა გორმა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი დაკარგა და ქალაქი და მუნიციპალიტეტის სოფლები ერთ თვითმმართველ ერთეულში გაერთიანდა. 

2018 წელს ,,სამოქალაქო ბიუჯეტის" პროგრამა მთელ მუნიციპალიტეტზე გავრცელდა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 3 მილიონამდე ლარი გამოიყო, რომელიც 28 ადმინისტრაციულ ერთეულში თანაბრად გადანაწილდა. ,,სამოქალაქო ბიუჯეტის" პროგრამას გორის მერიის სტრატეგიული განვითარების სააგენტო კურირებდა, რომლის დირექტორის, მარტა ბიბილაშვის განცხადებით, მოსახლეობის ჩართულობის შედეგად  ,,სამოქალაქო ბიუჯეტის,, პროგრამა წარმატებული გამოდგა. მისი თქმით, მოსახლეობა, ძირითადად, ინფრასტრუქტურულ პროექტებს ანიჭებდა უპირატესობას, როგორიც არის თემებში სკვერების და საბავშვო ბაღების ეზოების კეთილმოწყობა.

„საპროექტო წინადადებებში, ძირითადად, იყო ინფრასტრუქტურული საკითხები, მათ შორის სარეკრეაციო ზონების მოწყობა იმ ადგილებში, რომელიც მანამდე აუთვისებელი იყო", - ამბობს მარტა ბიბილაშვილი.
 
2018 წელს თვითმმართველობის ეროვნულმა ასოციაციამ ,,,სამოქალაქო ბიუჯეტის" წარმატებით განხორციელებისთვის გორის მუნიციპალიტეტი, საქართველოს მასშტაბით, მოქალაქეთა ჩართულობის  საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტად დაასახელა. 

ახალი ამბები