კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ალეკო ცქიტიშვილი - ყველაფერზე, რაც დღეს მოხდა, პროკურატურაა პასუხისმგებელი

6 თებერვალი, 2019
interpressnews.ge

გენერალური პროკურატურის ეზოში „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი და ამავე ცენტრის იურისტი ნესტან ლონდარიძე მჯდომარე საპროტესტო აქციას მართავენ და გენერალურ პროკურორთან ან პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ალეკო ცქიტიშვილმა განუცხადა, გენერალური პროკურატურის წარმომადგენლობასთან შეხვედრა იმ მიზნით სურთ, რომ ის კითხვები დაუსვან , რაც დღეს უნდა დაესვა ზაზა სარალიძესა და მის უფლებადამცველებს.

„მას შემდეგ რაც ზაზა სარალიძე პროკურატურის ეზოდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს, მე და ჩვენი ორგანიზაციის იურისტი ნესტან ლონდარიძე ვიმყოფებით პროკურატურის ეზოში. ვმართავთ საპროტესტო აქციას იმ მოთხოვნით, რომ ჩამობრძანდნენ გენერალური პროკურორი ან გენერალური პროკურატურის პასუხისმგებელი პირი, ვისაც შეუძლია გაგვცეს პასუხი იმ კითხვებზე, რაც დღეს მათთვის უნდა დაგვესვა. ჩამობრძანდნენ იმისთვის, რომ განიმუხოტოს ეს სიტუაცია. ყველაფერზე, რაც დღეს მოხდა პასუხისმგებელია პროკურატურა. ამ შეხვედრის მოთხოვნით ჯერ კიდევ ორი თვის წინ მივმართეთ პროკურატურას. ერთი კვირის წინ გავმართეთ პრესკონფერენცია იმის თაობაზე, რომ ჩვენ შეხვედრას ვითხოვდით. გუშინ პასუხი იყო ჩვენს ამ განცხადებაზე, რომ პროკურორები მზად არიან შეხვდნენ ზაზა სარალიძეს და მის ინტერესების დამცველებს. დღეს მოვედით და ფაქტობრივად, დაცინვა იყო. გვითხრეს, რომ ერთი კვირის შემდეგ შედგება შეხვედრა, როცა ამ ერთ კვირაში ორი მნიშვნელოვანი პროცესი იმართება სასამართლოში“, - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ზაზა სარალიძე პროკურატურის ეზოდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. მისი ეზოდან გაყვანას რამდენიმე სამართალდამცველი ცდილობდა.

ზაზა სარალიძე პროკურატურის ეზოდან სამართალდამცველების მიერ ძალის გამოყენებით გაყვანამ გააღიზიანა, რის შემდეგაც მან თვითდაზიანებები მიიყენა. ზაზა სარალიძეს გატეხილი აქვს თავი.

წყარო:interpressnews.ge

ახალი ამბები