კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს

18 თებერვალი, 2019
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

2018 წლის 6 ივლისს გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ თორნიკე მერებაშვილის საქმეზე, 8 თვის შემდეგ, პოლიციამ, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, 1969 წელს დაბადებული ერთი პირი დააკავა - ამის შესახებ 11 თებერვალს  შსს-მ განცხადება გაავრცელა. 

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული 2018 წლის 6 ივლისს, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის გზაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მან ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დაცვა და 1999 წელს დაბადებულ თორნიკე მერებაშვილს შეეჯახა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გამოიკითხა 140-მდე პირი, ამოღებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები და ჩატარდა კომპლექსური ექსპერტიზები.

შსს-ს განცხადების მიხედვით, ზ.კ-ს დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც სამართალდამცველებმა მიიღეს გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ამავე დასკვნისა და საქმეზე ჩატარებული სხვა საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე, პოლიციამ ზ.კ. ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევის ფაქტზე (რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

 ექსპერტიზის დასკვნასა და მასზე დაფუძნებულ გამოძიების ვერსიას უნდობლობას უცხადებს გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის მამა, მერაბ მერებაშვილი, რომელიც ამბობს, რომ მისმა შვილმა, სავარაუდოდ,  ჩხუბის დროს მიიღო ის დაზიანებები, რომელიც მისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა. მერაბ მერებაშვილს პრეტენზიები აქვს საქმის გამომძიებლების მიმართ, რომლებმაც შემთხვევის ადგილზე მტკიცებულებები უყურადღებობით გაანადგურეს. მერაბ მერებაშვილმა პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ საჩივრით შსს გენერალურ ინსპექციას მიმართა.

,,ჩემს შვილს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, შემთხვევის ადგილზე მოსულმა გამომძიებლებმა სათანადო ყურდღება არ მიაქციეს მტკიცებულებებს და ამიტომ არის ახლა გამოძიება მცდარ გზაზე. მძღოლი, რომელიც დაკავებული ჰყავთ, რომელმაც, თითქოს, ავტომანქანით გადაურა ჩემს შვილს, ბრალს არ აღიარებს. სანამ დააკავებდნენ ჩემთან იყო მოსული და მე ვუთხარი, ტყუილად ნუ დაიბრალებ, ვიცი იქ რაც მოხდ. იქ მოხდა შელაპარაკება, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა და ჩემს შვილს მაგ დროს მიაყენეს სხეულის დაზიანებები, რაც აღენიშნებოდა სისხლჩაქცევების სახით", -აცხადებს მერაბ ბერებაშვილი. 

მიმდინარე გამოძიება გაჩენილ კითხვებს პასუხებს რომ ვერ სცემს, ამის შესახებ ,,საია"-ს იურისტი რევაზ რევაზიშვილიც საუბრობს. მისი თქმით, ექპერტიზის დასკვნაც გარკვეულ ვარაუდებს შეიცავს. 

,,ექსპერტიზის დასკვნით, თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალება შეიძლება, ავტოსაგზაო შემთხვევას უკავშირდებოდეს, თუმცა ეს დასკვნაში არ არის კატეგორიულად აღნიშნული და ვარაუდს შეიცავს", - ამბობს რევაზ რევაზიშვილი, რომელიც ასევე აცხადებს, რომ მთავარი საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მიმდინარეობს მოწმის სახით გამოკითხულ რამდენიმე პირზე და რაც, სავარაუდოდ, გამოძიებისთვის ცრუ ჩვენების მიცემას უკავშირდება.

თორნიკე მერებაშვილის საქმეზე გამოძიება გრძელდება. თუ რამ გამოიწვია თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალება, ამის დასადგენად გარდაცვლილის მამა  შვილის ცხედრის ექსჰუმაცია ითხოვს, რათა ხელახლა ჩაუტარდეს ექსპერტიზა და ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.

ახალი ამბები