კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსამართლემ მოქალაქეს საპატრულო პოლიციის გამოწერილი ჯარიმა გაუუქმა

22 თებერვალი, 2019
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

20 თებერვალს, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, დავით პაპუაშვილმა, მოქალაქე  გიორგი ანიაშვილს საპატრულო პოლიციის მერ გამოწერილი 50 ლარიანი ჯარიმა გაუუქმა.

გიორგი ანიაშვილი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა 27 იანვარს დააჯარიმა. პოლიცია ანიაშვილს შუქნიშნის ამკრძალავ ფერზე ავტომანქანით მოძრაობას ედავებოდა. ანიაშვილმა საპატრულო პოლიციის მხრიდან დაჯარიმება უკანონოდ მიიჩნია და სასამართლოში გაასაჩივრა, მის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისის იურისტი ალექსი მერებაშვილი იცავდა.

„ჩვენ მოვითხოვეთ იმ პოლიციელთა დაკითხვა სასამართლოზე, რომლებმაც გამოუწერეს ჯარიმა გიორგი ანიაშვილს. დაკითხვისას ორივე პოლიციელმა დაადასტურა, რომ მათ არ დაუნახავთ ნამდვილად შუქნიშნის წითელ ფერზე გაიარა თუ არა მძღოლმა და საჯარიმო ქვითარი ვარაუდის საფუძველზე ამოწერეს. მათ მიერ გაკეთებული განმარტებები წინააღმდეგობაში მოვიდა შსს-ს  მიერ მოწოდებულ ვიდეო-კამერების ჩანაწერებთანაც. შესაბამისად, მოსამართლემ სრულად გაიზიარა ჩვენი არგუმენტაცია და გააუქმა უკანონოდ გამოწერილი ჯარიმა, შესაბამისად, შეწყვიტა ადმინისტრაციული წარმოება",   აცხადებს იურისტი.

ჯარიმის გამოწერისას გიორგი ანიაშვილმა გამოხატა პროტესტი, რომ პოლიციელები იქცეოდნენ თავხედურად, რასაც მისი ადმინისტრაციული დაკავება მოჰყვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად, რაც სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეს გორის რაიონულ სასამართლო განიხილავს.

ახალი ამბები