კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფრაქციების შექმნა-დაშლის საკითხი გორის თვითმმართველობაში

27 თებერვალი, 2019
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მმართველმა პარტიამ დამატებით კიდევ ორი ფრაქცია შექმნა: ,,ქართული ოცნება-მწვანეები“ და ,,ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატები“. მანამდე ,,ქართულ ოცნებას"  თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში სამი ფრაქცია უკვე ჰქონდა შექმნილი: ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, ,,ქართული ოცნება-მრეწველები“ და ქართული ოცნება-კონსერვატორები“. ფრაქციის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის ხელფასი მაღალანაზღაურებადია: თავმჯდომარის შემთხვევაში - 2 000 ლარი, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილისთვის -  1 200 ლარია გათვალისწინებული. ერთი ფრაქციის თავმჯდომარის და მოადგილის ხელფასისთვის წლის განმავლობაში   38 400 ლარი იხარჯება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.   

მმართველი პარტია გორის საკრებულოში ხუთი ფრაქციით არის წარმოდგენილი, ოპოზიციური სპექტრისგან შექმნილი სამი ფრაქციიდან ერთი ,,ევროპული შენება“ დაიშალა, ამის მიზეზი კი ,,ევროპული საქართველოდან" საკრებულოს წევრის, ზვიად საბანაძის მიერ პარტიის დატოვება გახდა. საბანაძემ პარტია დატოვა და საკრებულოში მუშაობა დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელა. ფრაქცია ,,ევროპული შენებაში“ ორი დეპუტატი ,,ევროპული საქართველოდან" შედიოდა, ერთი კი -  ,,შენების მოძრაობიდან“.  

მმართველი პარტიის მხრიდან დამატებით ორი ფრაქციის შექმნას ხმაური მოჰყვა საკრებულოს სხდომაზე. ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლება მოსახლეობის ინტერესებსზე წინ საკუთარი თანაპარტიელების ინტერესებს აყენებს და მათ უქმნის ფრაქციებს, სადაც საკრებულოს ოთხ წევრს მაღალანაზღაურებად ხელფასს დაუნიშნავს.

,,ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით თანხები უნდა დაიხარჯოს ამ ფრაქციების თავმჯდომარეებისა და მოადგილეების ხელფასებისთვის, რაც, მოსახლეობის დღევანდელი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, გაუმართლებლად მიმაჩნია“, - განაცხადა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრმა, ვასილისა ჯაბახიძემ.

ოპოზიციის კრიტიკის მიუხედავად, საკრებულოს სხდომაზე ფრაქციების შექმნას საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ფრაქციები შესაბამისი პროფილით იმუშავებენ გორის მუნიციპალიტეტში და საჭიროებების შესახებ საკრებულოს დღის წერსრიგში დააყენებენ ინციატივებს.

,,მწვანეები იმუშვებენ ჩვენი ეკოლოგიის გაუმჯობესების მიმართულებით, ხოლო სოციალ-დემოკრატები კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ  სოციალურ საკითხებს“, - განმარტა საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ.

დღეის მდგომარეობით გორის საკრებულოში შვიდი ფრაქცია აგრძელებს მუშაობას. აქედან ხუთი მმართველი პარტიის მიერ შეიქმნა, მეექვსე - ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მეშვიდე - ,,პატრიოტები“, სადაც ,,პატრიოტთა ალიანსის" ერთი წევრია, მეორე დამოუკიდებელი დეპუტატი, ხოლო მესამე ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი, რომელმაც ფრაქციაში გაწევრიანებისთვის, დროებით, პარტიულ მანდატზე უარი თქვა.

ახალი ამბები