კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოადგენს ფილმს - 'სამართალდამრღვევი სამართალდამცავები'

14 მარტი, 2019
 
21 მარტს, 14:00 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში წარმოადგენს ფილმს - „სამართალდამრღვევი სამართალდამცავები“. 

ფილმი -  „სამართალდამრღვევი სამართალდამცავები“ ასახავს პოლიციელთა უფლებამოსილების გადამეტებისა და ძალადობის ფაქტებს. 

ფილმი ეყრდნობა არასამთავრობო ორგანიზაციების: ადამიანის უფლებათა ცენტრის, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის,  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის მიერ მოწოდებულ ფაქტებს და შეფასებებს.  

ფილმში „სამართალდამრღვევი სამართალდამცავები“ ასევე ასახულია დაზარალებულთა ისტორიები, რომლებიც გახდნენ პოლიციელთა მიერ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლები. 

ფილმი გადაღებულია აშშ-ის ფონდის - NED-ის მხარდაჭერით.

ახალი ამბები