კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი გორის თვითმმართველობაში

14 მარტი, 2019
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოპოზიციური ფრაქცია ,,ევროპული შენების" დაშლის შემდეგ კიდევ ერთი ოპოზიციური ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დაიშალა. ფრაქციის დაშლის მიზეზი საკრებულოს წევრის ირმა ამბარდნიშვილის ფრაქციიდან გასვლის გადაწყვეტილება გახდა, რომელიც ამბარდნიშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეგიონულ ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, ბადრი ბასიშვილთან, უთანხმოებით ახსნა.

 “ფრაქცია ისედაც დაშლილი იყო და მე ცალკე ვიყავი ფაქტობრივად. ბადრი ბასიშვილმა მთლიანად ჩამომაცილა პარტიულ საქმიანობას. მისი დამსახურებაა, რომ პარტია დატოვეს  წევრებმა. მოიკითხეთ სად არიან ის აქტიური წევრები, რომლებიც ბასიშვილმა იძულებული გახადა, რომ პარტია დაეტოვებინათ", - ამბობს ამბარდნიშვილი

​,,ნაციონალური მოძრაობის" რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამბადნიშვილმა მმართველი პარტიის თამაში ითამაშა და ფრაქცია მათი კარნახით დაშალა.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მანდატი დატოვა ,,შენების მოძრაობის" წევრმა  ბადრი ნანეტაშვილმა, მის ნაცვლად საკრებულოში ,,შენების მოძრაობის“ პროპორციული სიის მეორე ნომერი პაპუნა კობერიძე შევიდა. 

11 მარტს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, ცნობად მიიღეს ორი ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და ,,ევროპული შენების" დაშლის საკითხი. 

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ფრაქციის შესაქმნელად კონსულტაციები დაიწყეს  ,,ევროპული საქართველოს" ყოფილმა წევრმა ზვიად საბანაძემ, ,,ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსულმა ირმა ამბარდნიშვილმა  და ,,შენების მოძრაობიდან" საკრებულოს ახალმა წევრმა პაპუნა კობერიძემ, თუმცა, ამ ეტაპზე, აღნიშნულ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებს ირმა ამბარდნიშვილი. ​

,,ამ ეტაპზე არ ვფიქრობ, რომ ვინმესთან გავწევრიანდე ფრაქციაში, ან მე შევქმნა ახალი ფრაქცია", - ამბობს ამბარდნიშვილი.

,,ნაციონალური მოძრაობა", რომელიც თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით გორის საკრებულოში სამი წევრით შევიდა, ამბარდნიშვილის გასვლით დაშლილი ფრაქციის აღსადგენად მოლაპარაკებას ,,ევროპული საქართველოს" წევრთან, კახა ბურჯანაძესთან, მართავს.

,,ფრაქციის აღსადგენად აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და თუ ვინ იქნება საკრებულოს მესამე წევრი, ვინც შემოვა ჩვენთან ფრაქციაში, ამას შეთანხმების შემდეგ გავახმაურებთ. ერთი რაც შემიძლია გითხრათ ამ ეტაპზე, ისა, რომ ჩვენ ფრაქციას არ შევქმნით მმართველი პარტიის წევრებთან",- აცხადებს ,,ენმ"-დან საკრებულოს წევრი ბექა ქორჩილავა.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 40 წევრი დაკომპლექტდა, აქედან 32 მმართველმა პარტიამ შეიყვანა, ხოლო რვა ოპოზიციიდან გავიდა. 40 წევრიან საკრებულოში 8 ფრაქცია შეიქმნა, ორის დაშლის შემდეგ კი ექვსი დარჩა. აქედან ხუთი - ,,ქართულმა ოცნების", ერთი კი - ,,პატრიოტთა ალიანსის".   

ახალი ამბები