კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე სასამართლომ ერთი პოლიციელი უდანაშაულოდ ცნო, ორს კი - პატიმრობა მიუსაჯა

29 მარტი, 2019
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა პარლამენტის წევრის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილის, ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე გადაწყვეტილება 27 მარტს გამოაცხადა.

2017 წლის 17 მაისს 21 წლის ბექა ხახუბია ავტოავარიას ემსხვერპლა. მას საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარე გვირაბთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, დაუმორჩილებლობის გამო, სატვირთო ავტომანქანით გზა გადაუკეტეს, ხახუბია ავტომანქანით აღნიშნულ სატვირთოს შეეჯახა, რა დროსაც გარდაიცვალა.

ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული პოლიციის სამი თანამშრომელი იყო. ნუკრი ხაბელაშვილის, ზურაბ რუსიშვილისა და გია სადაღაშვილის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით მიმდინარეობდა: 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც უფლებამოსილების გადამეტებასა და 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
მოსამართლის განაჩენის მიხედვით, საპატრულო პოლიციის ყოფილ თანამშრომელს, ნუკრი ხაბელაშვილს წარდგენილი ბრალი არ დაუმტკიცდა და უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ზურაბ რუსიშვილი მოსამართლემ დამნაშავედ სცნო სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, რაც შეეხება გია სადაღაშვილს, მას მოსამართლემ ბრალი როგორც უფლებამოსილების გადამეტების, ისე გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ნაწილში დასდო და 2 წლით და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

ბრალდების მხარე მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს.

,,ბრალდების მხარე არ ეთანხმება მოსამართლის გადაწყვეტილებას და მას შემდეგ რაც ჩვენ ჩავიბარებთ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, მოხდება მისი გასაჩივრება სააპელაციო წესით", - განაცხდა საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციებს, გადწყვეტილების გამოცხადებას მხოლოდ ნუკრი ხაბელაშვილის ადვოკატი ესწრებოდა, რომლის განცხადებით, მოსამართლემ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო.

ახალი ამბები