კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილ ოჯახს ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს ერედვის მუნიციპალიტეტი აუნაზღაურებს

29 მარტი, 2019
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

​ხურვალეთის დასახლებაში ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს ტოლიაშვილებს ერედვის მუნიციპალიტეტი სრულად აუნაზღაურებს, ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ, ამირან ქრისტესიაშვილმა დაზარალებულ ოჯახთან შეხვედრისას განაცხადა.

,,სამხარეო ადმინისტრაცია და ერედვის მუნიციპალიტეტი კოორდინირებულად თანამშრომლობენ, რათა დროულად მოხდეს საცხოვრებლის აღდგენა-რეაბილიტაცია", - ამბობს ამირან ქრისტესიაშვილი.

26 მარტს ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში კოტეჯს ცეცხლი გაუჩნდა, ხანძრის გამომწვევ მიზეზად გაუმართავი ელექტროსადენები სახელდება, ხანძრის შედეგად კოტეჯის ორი  ოთახი დაიწვა. დამწვარი კოტეჯი სოფელ ქსუისიდან დევნილ დავით ტოლიაშვილს ოჯახს ეკუთნის.

ახალი ამბები