კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსამართლე ნათია ბუსკაძე თბილისის ზღვაზე 'სიკვდილის ზონას' დაათვალიერებს

29 მარტი, 2019
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის მოსამართლე ნათია ბუსკაძე დღეს თბილისის ზღვაზე დაათვალიერებს ე. წ. ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც მდინარე არაგვი თბილისის წყალსაცავს უერთდება. 

გასული წლის 16 ივლისს ამ ადგილიდან დაიწყო კამპანია „იცურე მშვიდად“ ანა დოლიძის, ადამიანის უფლებათა ცენტრის, CENN-ის და პროგრესის ცენტრის ინიციატივით. 
ე. წ. ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია ერთ-ერთი ყველაზე საფრთხის შემცველი ადგილია საქართველოში არსებულ წყლის ობიექტებზე. შსს-ს ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში აქ რამდენიმე ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის - მოზარდები. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი თბილისის საქალაქო სასამართლოში იცავს დაზარალებული ოჯახების ინტერესებს, ქალაქ თბილისის მერიისა და წყლის გამანაწილებელი კომპანიის - GWP-ს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე.

მოსარჩელეები - ალეკო ცქიტიშვილი (ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი) და მაკა წიკლაური მოითხოვენ, თბილისის მერიამ ე. წ. ჩანჩქერთან გაატაროს ადეკვატური უსაფრთხოების ზომები - მოაწყოს მყარი ბარიერები, დააყენოს სათვალთვალო კამერები, გამაფრთხილებელი აბრები და ა.შ. კომპენსაციის ნაწილში მოპასუხე მხარე, ასევე, არის წყლის გამანაწილებელი კომპანია GWP. მესამე პირის სახით პროცესში ჩართულია საგანგებო სიტუაციების სამსახური. 

სარჩელს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის მოსამართლე ნათია ბუსკაძე განიხილავს. მან დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის შუამდგომლობა, რომლის თანახმად, მოსამართლეს ეთხოვა, პირადად დაათვალიეროს „სიკვდილის ზონა“, რათა შეიქმნას ობიექტური წარმოდგენა და გამოიტანოს დასაბუთებული სამართლიანი გადაწყვეტილება. მოსამართლე მხარეებს უშუალოდ ადგილზე დაუსვამს შეკითხვებს და მიიღებს ინფორმაციას.  

კამპანიის „იცურე მშვიდად“ ინიციატორები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დროულად გადადგას კონკრეტული ნაბიჯები წყლის ობიექტებზე მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით. პრობლემას წარმოადგენს კუსტარული რეკრეაციული ზონები, სადაც არ არის უზრუნველყოფილი მაშველების დახმარება და დაუცველია მოქალაქეთა უსაფრთხოება. განსაკუთრებული საფრთხის შემცველია ადგილები, სადაც ბანაობა აკრძალულია, მაგრამ სახელმწიფოს და კერძო კომპანიებს ტერიტორიები არა აქვთ დაცული კაპიტალური ბარიერებით და ხშირად ამ ტერიტორიებზე არც გამაფრთხილებელი აბრებია გაკრული. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები