კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეკა ბესელიას და 12 დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა გორში

18 აპრილი, 2019
 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

15 აპრილს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით, ეკა ბესელიამ, თანამოაზრეებთან ერთად, გორში შეხვედრა გამართა, სადაც იმ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, სასამართლო ხელისუფლებას პოლიტიკური გავლენებისგან გაათავისუფლებს. 

ბესელიას განაცხადებით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევისას უნდა გაიმართოს ღია და საჯარო კონკურსი და შერჩევა სამართლიანი კრიტერიუმებით უნდა მოხდეს, ასევე, იუსტიციის საბჭომ ხელოვნურად ვერ უნდა შეზღუდოს კანდიდატთა წარდგენა პარლამენტში. ბესელიას თქმით, მისი და 12 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ემყარება რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპს: მათგან პირველია ღია და საჯარო კონკურსი, მეორე მოსამართლეთა შერჩევის სამართლიანი კრიტერიუმები და მესამე - მოსამართლეთა კანდიდატების გრძელი სიის წარდგენა პარლამენტში და პარლამენტის მიერ საჯარო განხილვის შედეგად არჩევის სამართლიანი კრიტერიუმები.

დეპუტატების განცხადებით, ეს კანონპროექტი გაათავისუფლებს მართლმსაჯულებას პოლიტიკური ელიტების გავლენებისგან. ბესელიამ ასევე კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების" მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებაზე და განაცხდა, რომ მოსამართლეების გამჭვირვალედ შერჩევის პროცესს ეს ვერ უზრუნველყოფს.

,,ჩვენ ვატარებთ მცირე ზომის შეხვედრებს ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით. ამ ფორმატის საჯარო შეხვედრებს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი შინაარსი - პოლიტიკურ სპექტრს უნდა გასცდეს სასამართლოსა და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და მეტი ადამიანი უნდა ჩავრთოთ, როგორც თანამონაწილე ამ პროცესის. ახლა, როდესაც პარალელურ რეჟიმში, მათ შორის დღეს, იხილება პარლამენტში სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხი, როგორ უნდა აირჩიოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ეს ეხება ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ეს განსაზღვრავს, დაცული იქნება თუ არა ხვალ ჩვენი მოქალაქე, მისი სამართალი იქნება თუ არა გარანტირებული. მადლიერი ვარ როგორც ბრიტანეთის მთავრობის, საელჩოს, ასევე ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის, რომლებიც ფინანსური მხარდამჭერები არიან ამ ფორმატის შეხვედრების, რომ ის ემოცია, მუხტი, მოსაზრებები, განწყობები, რომელიც არის მოსახლეობაში, მივიტანოთ პარლამენტში და იმ კოლეგებს, რომლებიც საკუთარი სარკმლის იქით ვერ ხედავენ და ვერ გრძნობენ ამ განწყობებს, მათაც ვუთხრათ, რომ არ შეიძლება ასე წყვეტდე საკითხებს და არ გესმოდეს შენი ხალხის ხმა“, - განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა, ეკა ბესელიამ. 

 შეხვედრას ეკა ბესელიას თანაგუნდელები - ზვიად კვაჭანტირაძე და გედი ფოფხაძეც ესწრებოდნენ. გედი ფოფხაძის განცხადებით, სასამართლოს პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლების დრო დადგა და ამაში გადამწყვეტი ხმა საზოგადოებას აქვს.

„ვფიქრობ, რომ ხალხმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თავიანთ შვილებს არ დაუკარგონ სამართლიანი მართლმსაჯულების უფლება", - განაცხდა გედი ფოფხაძემ.

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლებიდან და საკრებულოდან შეხვედრაზე მივიდა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ირმა ამბარდნიშვილი.

,,ამ შეხვედრაზე, პირველ რიგში, უნდა იყვნენ საკრებულოს წევრები, ვინაიდან ეს თემა არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ქვეყნის ბედი წყდება, თუ როგორი სასამართლო გვექნება და სწორედ საკრებულოს წევრები არიან ვალდებულები, რომ იყვნენ აქ", - განაცხდა ირმა ამბარდნიშვილმა.

 ეკა ბესელიას და 12 დეპუტატის კანონპროექტის მიხედვით არ უნდა იქნეს არჩეული მოსამართლედ ის პირი, ვის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევა, ასევე, ის მოასამართლეებიც, რომლებმაც პოლიტიკური ნიშნით განაჩენი გამოიტანეს.

ახალი ამბები