კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორის იმპიჩმენტის საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასება

25 აპრილი, 2019
 
არასამთავრობო ორგანიზაციები მკვეთრად უარყოფითად ვაფასებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის ინიციატივას, ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შესახებ.

აჭარის ტელევიზია და რადიო ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან შეფასდა, როგორც თავისუფალი, მიუკერძოებელი და მზარდი ინსტიტუტი, მკვეთრად პოლარიზებულ და პოლიტიზირებულ მედია გარემოში.
დირექტორის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას კარგად უნდა იყოს გათვითცნობიერებული ის ზიანი, რაც მიადგება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მედიის თავისუფლებას. იმედს გამოვთქვამთ, რომ მრჩეველთა საბჭოს სხვა წევრები გამოიჩენენ კეთილგონიერებას და დაიცავენ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას.

არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებით ვაკვირდებით აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებს და იმედს გამოვთქვამთ, რომ განხილვა იქნება საჯარო და საზოგადოებას მიეცემა საშუალება ჩაერთოს ამ პროცესებში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

1. ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი
2. ლიბერალური აკადემია თბილისი
3. თავისუფალი არჩევანი
4. ფონდი ”სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი”
5. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“
6. კვლევების ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშემწყობი საერთაშორისო ცენტრი
7. საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრი
8. რადიო ათინათი
9. "სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი"
10. ასოციაცია ,,დეა"
11. ,,ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის "
12. ადგილობირივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო
13. საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტო
14. "სტუდენტურ-ახალაგზრდული სათათბირო"
15. მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
16. ასოციაცია ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის
17. საზოგადოებრივი განვითარების აკადემია"
18. გადავარჩინოთ მომავალი თაობა"
19. საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი
20. ,აფხაზეთი- ჩემი სახლი”
21. ადამიანის უფლებათა ცენტრი
22. კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმი“
23. ენერგოეფექტურობის ფონდი
 

ახალი ამბები