კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საოკუპაციო ბანერთან ანთებული სანთლები

30 აპრილი, 2019
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

აღდგომის მეორე დღეს მართლმადიდებელი მრევლი მიცვალებულთა ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღეს ისინი, ტრადიციის მიხედვით, სასაფლაოზე გადიან. უკვე მე-11 წელია რაც დევნილები ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი საკუთარი ოჯახის წევრებისა და ახლობლების სასაფლაოებზე ვერ გადიან. 

,,ეს დღე განსაკუთრებით რთულია და ტკივილით სავსეა თითოეული დევნილისთვის. ერედვში დამრჩა მამის საფლავი, კეხვში ჩემი მეუღლისა და ახლობლების. თითოეული დევნილი გულით განიცდის, რომ საფლავებზე ვერ მიდიან. აქ ყველაფერს ვაკეთებთ მიცვალებულების ხსოვნის საპატივსაცემოდ, მაგრამ ვერც სანთელს ვუნთებთ საფლავზე და ვერც წითელ კვერცხს ვერ ვაგორებთ და მისაგებ პატივს ვერ ვცემთ", - აცახადებს სოფელ კეხვიდან დევნილი ნაზი ბერუაშვილი, რომელიც გორში წმინდაწყლის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს.    
  
მსგავსი პრობლემა აქვთ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებლებს, რადგან რიგ სოფლებში სასაფლაოების ნაწილი მავთულხლართებს მიღმა დარჩა. ბოლო რამდენიმე წელია, რაც ერგნეთში მცხოვრებ ლია ჩლაჩიძეს ტრადიცია აქვს, რომ მიცვალებულთა ხსენების დღეს  გამყოფ ხაზთან მიდის, ანთებს სანთელს და საფლავის ნაცვლად ოკუპირებულ ტერიტორიაზე აგორებს წითელ კვერცხებს და ასე მიაგებს პატივს მიცვალებულებს.  

,,მეხუთე წელია ტრადიცია მაქვს აღდგომის მეორე დღეს, საოკუპაციო ხაზის მიღმა დარჩენილ მიცვალებულთა საფლავებს, ჩემს მამას, ახლობლებს მთლად ცხინვალიდან ვერა,მაგრამ უბნის მისადგომებიდან ვულოცავ აღდგომას, ბანერის ქვეშ ვტოვებ წითელ კვერცხებს, პასკას, ვანთებ სანთელს და მთელი გულით ვწყევლი პუტინის ოკუპანტებს,რომ მშვიდობიან მოსახლეობას არ აძლევენ საშუალებას, მიცვალებულების წინაშე აღასრულონ ადამიანური ვალი. თერთმეტი წელი გავიდა... როდემდე?",- აცხადებს ლია ჩლაჩიძე, რომელიც ითხოვს, რომ რამდენიმე საათით მაინც შეუშვან დევნილები ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი საფლავების მოსანახულებლად.

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მიცვალებულთა ხსენების დღეს პატივი მიაგო შინდისის გმირებს და მათი მემორიალი გვირგვინით შეამკო. ციხელაშვილის განცხადებით, ყოველ წელს წინასააღდგომოდ აქტიურდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი საფლავების მონახულების საკითხი, თუმცა საოკუპაციო რეჟიმი და ცხინვალის დეფაქტო მთავრობა დევნილების რამდენიმე საათით შეშვებაზე თავს იკავებს.

,,აღდგომის წინ დგება საკითხი იმის თაობაზე,  ადამიანებს ჰქონდეთ საფლავების მონახულების და ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი სალოცავების მოლოცვის საშუალება. ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ რაიმე ფორმალური პასუხიც არ მიგვიღია, რომელიც არის სამწუხარო. გამოვთქვამ იმედს, რომ ასეთ დღესასწაულებზე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სალოცავებსა ან საფლავებზე არ დააკავებენ ადგილობრივებს და მათ ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ  პატივი მიაგონ ნათესავების ხსოვნას", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ახალი ამბები