კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი 13 წლის გოგიტა ირემაძის მკლელობის საქმის ეფექტურ გამოძიებას მოითხოვს

15 მაისი, 2019
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი 15 მაისს, 11:00 საათზე, მედიაცენტრ მთავარში, არასრულწლოვნის, გოგიტა ირემაძის, მკვლელობის საქმეზე პრესკონფერენციას გამართავს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა საქართველოს მთავარ პროკურატურას არაერთხელ მიმართა, დაწყებულიყო გამოძიება პოლიციის თანამშრომლებისა და ექიმების მიმართ, რომელთა შესაძლო სამსახურეობრივმა გულგრილობამ გამოიწვია 13 წლის მოზარდის სიკვდილი, თუმცა, დღემდე არ დამდგარა შესაბამისი სამართლებრივი შედეგი. 
გოგიტა ირემაძის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში მიმდინარეობს,  თუმცა თებერვლის თვიდან-დღემდე გამოძიებას არ გამოუკვეთავს საქმეში მონაწილე პოლიციის თანამშრომლებისა და სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხი. 

13 წლის გოგიტა ირემაძე 2019 წლის 10 თებერვალს საკუთარ სახლში იქნა მოკლული. მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულია მისივე ბიძა ვ.ი-ა, რომელსაც ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, განესაზღვრა არანებაყოფლობითი მკურნალობა. 

მოკლულის ოჯახის ინფორმაციით, ბრალდებულ ვ.ი.-ს მკვლელობამდე ორი კვირით ადრე ჰალუცინაციები ჰქონდა და აღნიშნავდა, რომ ყველას სათანადოდ გაუსწორდებოდა, ვინც მას უთვალთვალებდა. 

მკვლელობის წინა დღეს,  2019 წლის 9 თებერვალს, ვ.ი.-ს მეგობრებმა  სასწრაფო გამოიძახეს და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ვ.ი.  რუსთავის ე.წ. „აზოტის კლინიკაში“ გადაიყვანეს, საიდანაც იგი  ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში გადაიყვანეს. იგი მალევე გასინჯეს და სახლში გაუშვეს იმ მოტივით, რომ მას ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდებოდა. 

ექიმებმა არ შეაფასეს სათანადოდ საფრთხისშემცველი რისკები და პაციენტი, რომელიც სავალდებულო ფსიქიკურ მკურნალობას საჭიროებდა სახლში გაუშვეს, რამაც საფრთხე შეუქმნა მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მტკიცებულებაა იმის შესახებ, რომ მას ჰქონდა ეპილეფსიით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობა. არაერთი ცნობა რუსთავის ფსიქიატრული საავადმყოფოდან იუწყება იმის შესახებ, რომ ის წლების განმავლობაში აღრიცხული იყო ამ სამედინიცინო დაწესებულებაში და მუდმივად იღებდა მედიკამენტებს. 

კლინიკიდან სახლში დაბრუნების შემდეგ, მეორე დღეს, ვ.ი.-მ 10 თებერვალს 13 წლის მოზარდი მოკლა. შემთხვევის დროს გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია, მათ ჰქონდათ ინფორმაცია რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე პირი შეიარაღებული იყო ცივი იარაღით და მასთან იმყოფებოდა არასრულწლოვანი, რომელსაც მოკვლით ემუქრებოდა. ბავშვი ითხოვდა შველას, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა ბინაში შესვლაზე უარი განაცხადეს, პოლიციის თანამშრომლები არ დაეხმარენ, მოზარდი განსაცდელში მიატოვეს, რამაც გამოიწვია არასრულწლოვნის მკვლელობა. 

მიუხედავად იმისა, რომ ბინა საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე იყო და ღია ფანჯარაში ადვილად შეიძლებოდა შესვლა და ბავშვის გადარჩენა, პოლიციის თანამშრომლები ელოდებოდნენ სამაშველო სამსახურს, რა დროსაც მოძალადემ სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 13 წლის გოგიტა ირემაძეს.

აღნიშნული საქმე ცხადყოფს სამედიცინო პერსონალისა და პოლიციის თანამშრომლების გულგრილ დამოკიდებულებას და მათი უმოქმედობით მკვლელობის საქმეში მონაწილეობას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს 13 წლის გოგოტა ირემაძის მკვლელობის ფაქტზე დაწყებული გამოძიება გაგრძელდეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში და  დადგეს საქმეში მონაწილე პოლიციის თანამშრომლებისა და სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხი.


ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები