კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

7 თვის ბავშვის მკვლელობის საქმე

24 მაისი, 2019
 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი  

21 მაისს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში ​ საბავშვო ეტლში 7 თვის ჩვილი გარდაცვლილი იპოვეს.  შსს-მ საკუთარი შვილის მკვლელობის ბრალდებით ჩვილის დედა დააკავა, რომელიც არასრულწლოვანია.  

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ- მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა.  დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2002 წელს დაბადებული მ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. დანაშაული თავისუფლების 13-დან 17 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

23 მაისს, გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და კასპის მუნიციპალიტეტის  სოფელ აღაიანში, 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

საქმის პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის, განცხადებით, შვილის მკვლელობაში ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

,,სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები და, შესაბამისად, შეუფარდა პატიმრობა. ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე დააფიქსირა, რომ იყენებს დუმილის უფლებას", - აცხდებს პროკურორი.

მისი თქმით, ბრალდებულმა, არასრულწლოვანმა დედამ, შვილის მკვლელობა შსს-ს თანამშრომლებთან გამოძიების პროცესში აღიარა, თუმცა, მას შემდეგ რაც ბრალი ოფიციალურად წაუყენეს, იგი დუმილის უფლებას იყენებს.

მკვლელობაში ბრალდებული არასრუწლოვანი დედის ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარეც დაეთანხმა ამ ეტაპზე პატიმრობის შეფარდებას. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი იყენებს დუმილის უფლებას, რაც არ ნიშნავს ბრალის აღიარებას.

„დავეთანხმეთ მისთვის პატიმრობის გამოყენებას, რადგან მისთვის ასეა ამჟამად საჭირო", - განაცხადა ადვოკატმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.
შემზარავი მკვლელობის საქმესთან ერთად გამოძიება დაიწყო 16 წელს მიუღწეველ პირთან სექსუალურ კავშირის დამყარების საქმეზეც. სკოლის დირექტორი, სადაც ბრალდებული სწავლობდა ამბობს, რომ ფაქტის შესახებ ინფორმაცია 2017 წელს მიაწოდა სამართალდამცავებს, რაზეც რეაგირება არ ყოფილა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, პოლიციის თანამშრომელს, რომელიც ინფორმირებული იყო როგორც არასრულწლოვნის სახლიდან წასვლის, ისე მის მიერ ბავშვის გაჩენის შესახებ და რეაგირება არ მოახდინა, უფლებამოსილება უკვე შეუწყდა. გენერალური ინსპექცია კი გამოძიებას აგრძელებს სხვა თანამშრომლების მხრიდანაც ჰქონდა თუ არა სამსახურეობრივი გულგრილობას ან გადაცდომას ადგილი.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარი მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ბრალდებული დედა ორსულობის დადგომის დროისთვის იყო 16 წელს მიუღწეველი, რაც საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მოკლული ჩვილის მამას და ბრალდებული არასრულწლოვანის მეუღლეს შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს.  

ახალი ამბები