კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კამპანია იცურე მშვიდად - აქცია მდ. ალაზანზე - წითელკლდესთან

28 ივნისი, 2019
 
27 ივნისს, კამპანია „იცურე მშვიდად“ მონაწილე ორგანიზაციებმა - ადამიანის უფლებათა ცენტრმა, CENN-მა და პროგრესის ცენტრმა მორიგი აქცია გამართეს ქალაქ თელავის სიახლოვეს, მდინარე ალაზანზე არსებულ ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილას - ე. წ. წითელკლდესთან, სადაც წარსულში ადამიანების დახრჩობის არაერთი შემთხვევაა დაფიქსირებული.

კამპანიის ეს აქცია დაიგეგმა 6 ივნისს თელავის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და მშობელთა საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრისას, მოსწავლეთა ინიციატივით.

წითელკლდე მდ. ალაზანზე ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კუსტარული რეკრეაციული ადგილია - მდინარის ზემოქმედებით ეროზირებული სანაპირო ზოლი, სადაც არ არის დაცული მოქალაქეთა უსაფრთხოება. აქამდე არავის შეუსწავლია, არის თუ არა მიზანშეწონილი ამ სანაპირო ზოლზე ბანაობა. 

წინა წლებში წითელკლდეს სანაპირო ზოლზე მოზარდების დახრჩობის რამდენიმე ტრაგიკული შემთხვევაა დაფიქსირებული. ერთ-ერთი მოზარდი, 15 წლის აკო სილაგაძე ამ ადგილას 2014 წელს გაუჩინარდა და დღემდე არ არის ნაპოვნი.

კამპანია „იცურე მშვიდად“ მონაწილე ორგანიზაციები მოუწოდებენ თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებს, დაიწყონ კონკრეტული ქმედებები ამ ადგილის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება მოქალაქეთა უსაფრთხოების დამცავი კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. პირველ რიგში კი, აუცილებელია, მოქალაქეთა გამაფრთხილებელი ბანერების დაყენება და არსებული საფრთხის შესახებ ინფორმირება.

აქციის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში გადაინაცვლეს, სადაც შეხვედრა გაიმართა თელავის მუნიციპალიტეტისა და მიმდებარე სოფლებში მერის წარმომადგენლებთან. ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს კამპანიის „იცურე მშვიდად“ მიზნები და საქართველოში წყლის ობიექტებზე არსებული პრობლემები გააცნო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო წყალში დახრჩობის შემთხვევების პრევენციულ ღონისძიებებს. მშობლების ინიციატივაა, ქალაქ თელავში მუნიციპალური ბიუჯეტიდან ბაღის და დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის დაფინანსდეს ცურვის გაკვეთილები. ნაფარეულსა და კურდღელაურში მერის წარმომადგენლებმა, ასევე, ისაუბრეს თავიანთ სოფლებში არსებულ ამორტიზებულ საცურაო აუზებზე, რომელთა რეაბილიტაცია სამომავლოდ ხელს შეუწყობდა ბავშვებისთვის ცურვის შესწავლას.

კამპანია „იცურე მშვიდად“ გააგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას თელავის საჯარო სკოლებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

კამპანია „იცურე მშვიდად“ გასულ წელს დაიწყო ანა დოლიძის, ადამიანის უფლებათა ცენტრის, CENN-ის და პროგრესის ცენტრის ინიციატივით. კამპანიის მიზანია ხელისუფლების პასუხისმგებლობის გაზრდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

კამპანიას მხარს უჭერს ღია საზოგადოების ფონდი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია სხვადასხვა აქციებისა და ადვოკატირების აქტივობების განხორციელება როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ახალი ამბები