კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კამპანია „იცურე მშვიდად“ აგრძელებს სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს

2 ივლისი, 2019
 
28 ივნისს ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი და CENN-ის გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორი, რეზო გეთიაშვილი Bulachauri Green Center • ბულაჩაურის მწვანე ცენტრი-ში საზაფხულო ბანაკის მონაწილე მოსწავლეებს ესაუბრენ კამპანიაზე „იცურე მშვიდად”. 

მოსწავლეებმა ნახეს სტუდია „მონიტორის“ საგამოძიებო ფილმი - "სიკვდილის ზონები საქართველოში". 

დისკუსია შეეხო საქართველოს რეგიონებში წყლის ობიექტებზე არსებულ განსაკუთრებულად საშიშ ადგილებს, სადაც ყოველწლიურად იღუპებიან ადამიანები, ყველაზე ხშირად კი - ბავშვები.

დისკუსიისას მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთ რეგიონებში წყლის ობიექტებზე არსებულ საფრთხის შემცველ აგილებზე, სადაც ბოლო წლებში რამდენიმე უბედური შემთხვევა მოხდა. მოსწავლეებმა განსაკუთრებით მწვავე პრობლემებად მონიშნეს: შავი ზღვის სანაპიროზე არსებული კუსტარული რეკრეაციული ზონები, ბაზალეთის ტბის, თბილისის ზღვის, ჟინვალისა და სიონის წყალსაცავების პერიმეტრებზე მაშველების არარსებობა, მდინარეების - მტკვრის, ალაზნის, იორისა და არაგვის საფრთხის შემცველი ადგილები.

დისკუსიისას აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა ყურადღებით განიხილონ ყველა ტრაგიკული შემთხვევა და გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა წყლის ობიექტებზე უსაფრთხოების დაცვის კუთხით.

დაიგეგმა აქცია-პერფორმანსი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე - ე.წ. ჩანჩქერთან, სადაც მდ. არაგვი ერთვის თბილისის წყალსაცავს. ამ ადგილას წლების განმავლობაში რამდენიმე ადამიანია დამხრჩვალი, მათ შორის - ბავშვები. ამის მიუხედავად, თბილისის მერია ჯიუტად არ ამონტაჟებს გამაფრთხილებელ ბანერებს. საზაფხულო ბანაკის მონაწილე მოსწავლეებმა ბანერის დამონტაჟება საკუთარი ძალებით დაგეგმეს.

ახალი ამბები