კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პენიტენციურ დაწესებულებაში სასტიკი მოპრობის მსხვერპლს სახელმწიფო ყოველწლიურად ექსპერტიზის ჩატარებას ავალდებულებს

4 ივლისი, 2019
 
შშმ მსჯავრდებულ ა.თ.-ს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, სასჯელის მოხდა გადაუვადდა. ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს, მოქალაქე სრულად გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან.

ა. თ. 2012 წელს დააკავეს, რა დროსაც იგი იყო სრულიად ჯანმრთელი. №8 დაწესებულებაში იგი ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდა, რის შედეგად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. 

არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ფაქტზე ა.თ. საგამოძიებო ორგანოებმა ციხეში მხოლოდ ერთხელ გამოკითხეს მოწმის სახით. მიუხედავად იმისა, რომ ცემისა და წამების შედეგად, მსჯავრდებული დღეისათვის პირველი ჯგუფის შშმ პირია, დღემდე არა აქვს დაზარალებულის სტატუსი.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა გენერალურ პროკურატურას, ეცნობებინა, რა ეტაპზეა ა. თ.-ს საქმის გამოძიება, მაგრამ პროკურატურის პასუხი სტანდარტულია - მიმდინარეობს გამოძიება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ასევე მიმართა №8 პენიტენციურ დაწესებულებას, მოეწოდებინა 2012 წელს, ა. თ.-ს დაკავებისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტაცია. პენიტენციური დაწესებულების პასუხის თანახმად, მსგავსი დოკუმენტაცია არქივში არ იძებნება. 

ა. თ.-ს სასჯელი 2013 წლიდან გადავადებული ჰქონდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაგრამ 2019 წლის თებერვალში კვლავ დააპატიმრეს. დაკავების საფუძველი იყო ის, რომ 2018 წელს საკუთარი ხარჯით ვერ შეძლო ექსპერტიზის ჩატარება, რაც ყოველ წელს ევალებოდა, რადგან სასჯელი გადავადებული ჰქონდა.

2019 წელს ა.თ.-ს განმეორებით  ჩაუტარდა ექსპეტიზა, რომლის თანახმად, იგი კვალავ პირველი ჯგუფის შშმ პირია, არ გაუმჯობესებულა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მიუხედავად ამ დასკვნისა, იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოს განმეორებით მიმართა სასჯელის გადავადების შუამდგომლობით და არა მისი გათავისუფლების მოთხოვნით.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა განცხდებით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, დაწყებულიყო მოკვლევა ა. თ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტაციის დაკარგვის ფაქტზე. ორგანიზაციას ამ მიმართვაზე პასუხი დღემდე არ მიუღია.

2019 წლის ივნისის თვიდან ა. თ.-ს კვლავ გადავადებული აქვს სასჯელის მოხდის ვადა, რასაც ადამიანის უფლებათა ცენტრი გაუმართლებლად მიიჩნევს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და სახალხო დამცველს, დაინტერესებულიყვნენ საკითხით, თუ რატომ გადაუვადეს  პირველი ჯგუფის შშმ მსჯავრდებულს სასჯელი და რატომ არ გაათავისუფლეს იგი სასჯელისგან სრულად.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთმთხვევაში, როდესაც პატიმრის მიმართ გამოყენებულია სასჯელის მოხდის გადავადება, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და მსჯავრდებული საკუთარი ხარჯით ვერ ახერხებს ექსპერტიზის ჩატარებას, რაც ყოველ წელს მისი ვალდებულებაა და ამის გამო ხდება განმეორებით პატიმრობის შეფარდება, იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოს განმეორებით  უნდა მიმართოს მისი გათავისუფლების მოთხოვნით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს პროკურატურას, ეფექტიანად აწარმოოს გამოძიება №8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მიერ მსჯავრდებულის  მიმართ განხორციელებულ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე.

ა. თ. სრულად უნდა გათავისუფლდეს სასჯელისგან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, რადგან კვლავ არსებობს საფრთხე, რომ იგი საკუთარი ხარჯებით ვერ შეძლებს ექსპეტიზის ჩატარებას, რის გამოც მას კიდევ ერთხელ მოუწევს პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები