კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკონსტიტუციო ცვლილებები

18 ივლისი, 2019
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით გასამართად პარლამენტი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანაზე მუშაობას შემოდგომიდან დაიწყებს. შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულზე გადასასვლელად პარლამენტს საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ ,,ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა და მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი პროპორციული არჩევნებზე გადასვლას მხარს არ უჭერს, ხოლო ოპოზიციურ სპექტრში პროპორციულ არჩევნებს მხარს უჭერენ, თუმცა ნულოვანი ბარიერის გარეშე შესაძლებელია, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი პარლამენტში ჩავარდეს. ამ საფრთხეს განსაკუთრებით არასაპარლამენტო ოპოზიციაში ხედავენ. 

,,ცალსახად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის კარგი. ერთადერთი საფრთხე არის ის, რომ ამ პროცესს მარტო ,,ქართული ოცნება" ვერ მოერევა, რადგან მან პარლამენტში დაკარგა საკონსტიტუციო უმრავლესობა და აღნიშნული ცვლილების განსახორციელებლად არის საჭირო სრული კონსესუსი ოპოზიციურ სპექტრში, რადგან საკანონმდებლო ორგანოში მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი აპირებს ამ ცვლილებების წინაღმდეგ წასვლას და ეს იქნება დარტყმა, უშუალოდ, ქართულ ოცნებაზე, რადგან, თუკი, ქართული ოცნება უკან წაიღებს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირებას, ამ ყველაფერს რთული პროცესები მოჰყვება",  - აცხადებს ,,შენების მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სოსო ვახტანგაშვილი.

შერეული თუ პროპორციული საარჩევნო სისტემა? - ამ კითხვაზე აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, შიდა ქართლის რეგიონიდან პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატები ამბობენ, რომ საზოგადოების დაკვეთას გაითვალისწინებენ და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას დაუჭერენ მხარს.  

,,შერეული სიტემა ჯობია თუ პროპორციული ამას მომავალი გვიჩვენებს, თუმცა გადაწყვეტილია, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება და იმედია, დღევანდელზე უკეთეს პარლამენტს მივიღებთ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები ბარიერის არქონის პირობებში. ძალიან ბევრ პარტიას შეეძლება პარლამენტში შესვლა", - აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, თემურ ხუბულური. 

თანაგუნდელისგან განსხვავებით, შერეული სისტემის უპირატესობაზე საუბრობს ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, იოსებ მაკრახიძე: ,,ქვეყნა, რომლიც ძლიერია, იქ უნდა იყოს პროპორციული სისტემა, მაგრამ ქვეყანას, რომელსაც ეკონომიკურად  უჭირს, იქ მაჟორიტარი დეპუტატები თავის საქმეს აკეთებენ.” 

ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, სიმონ ნოზაძე ფიქრობს, რომ საზოგადოების მთავარ დაკვეთას უნდა დაუჭიროს მხარი პარლამენტმა.

,,ქართულმა ოცნებამ, იმ რეალობაში, რა დროსაც დათანხმდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას,  ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნებას შეუწყო ხელი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები თუ ჩატარდებოდა ისევ შერეული სისტემით ის ,,ქართული ოცნების" გამარჯვებით დამთავრდებოდა. პროპორციული არჩევნების შემთხვევაში კი ,,ქართულ ოცნებას" შესაძლოა, ხელისუფლების დათმობა მოუწიოს, თუმცა მე მაინც მგონია, რომ 2020 წლის მთავრობა ,,ქართული ოცნების" მონაწილეობით დაკომპლექტდება და ის იქნება კოალიციური", - აცახდებს სიმონ ნოზაძე.

ქარელის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, გიორგი თოთლაძე ამბობს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემით პარლამენტი უფრო დემოკრატიული და მრავალპარტიული იქნება. პარლამენტში კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი შერეულ სისტემით არჩეულ  საპარლამენტო მოდელს ეთანხმება.

,,შერეული სიტემა თანხვედრაში მოდის დემოკრატიასთან, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ საზოგადოებაში არის დაკვეთა, რომ გადავიდეთ პროპორციულ არჩევნებზე, რაც პარტიებს გაძლიერებისა და პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას მისცემს", -აღნიშნავს მეზურნიშვილი.

შიდა ქართლის რეგიონიდან პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატების განცხადებით, ისინი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას მხარს დაუჭერენ. 

ახალი ამბები