კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კამპანია 'იცურე მშვიდად' - აქცია ქალაქ რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში

19 ივლისი, 2019
 19 ივლისს 12:00 საათზე, კამპანია „იცურე მშვიდად“ მონაწილე ორგანიზაციები  მორიგ აქციას გამართავენ ქალაქ რუსთავში, კულტურისა და დასვენების პარკში, სადაც ცოტა ხნის წინ ტბაში მოზარდი დაიხრჩო.

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკის წყლის ობიექტი - პატარა ხელოვნური ტბა, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ადგილია, სადაც ბოლო წლებში მოზარდების დახრჩობის ფაქტები დაფიქსირდა. 2016 წელს მომხდარი შემთხვევის შემდეგ, ქალაქ რუსთავის მერიამ გადადგა პირველი ნაბიჯი და ტბაზე მაშველები განათავსა. ასევე, შემოიზღუდა ის ადგილი, სადაც ბანაობა ნებადართულია. დანარჩენ ტერიტორიაზე განთავსებულია ბანაობის ამკრძალავი და სხვა საინფორმაციო ბანერები. 

მიუხედავად ამისა, ერთი თვის წინ რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში 11 წლის მოზარდი დაიხრჩო. შემთხვევა სწორედ იმ ადგილას მოხდა, სადაც ბანაობა ნებადართულია და ადგილზე, წესით, მაშველებიც უნდა ყოფილიყვნენ. ფაქტთან დაკავშირებით ამ დროისთვის, გამოძიება, ტრადიციულად, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, რაც არასწორად დამკვიდრებული, მავნე პრაქტიკაა. ამ მუხლით მიმდინარე გამოძიებისას საგამოძიებო ორგანოები ყურადღებას არ ამახვილებენ პასუხისმგებელი უწყებების სავარაუდო სამსახურებრივ გადაცდომებსა და დანაშაულებზე და პრაქტიკულად, მხოლოდ  იმას არკვევენ, წყალში დამხრჩვალი ადამიანი ვინმემ ხომ არ მიიყვანა თვითმკვლელობამდე, რაც ასეთ გამოძიებებს ტრაგიკომიკურ ელფენს სძენს. 

კულტურისა და დასვენების პარკში აქციის დასრულების შედეგ კამპანია „იცურე მშვიდად“ ორგანიზაციები ქალაქ რუსთავის მერთან და პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრას გეგმავენ. 

კამპანიის მოთხოვნებია: 

-  ქალაქ რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში არსებულ წყლის ობიექტზე გაძლიერდეს მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა; 
- საგამოძიებო ორგანოებმა ყურადღება გაამახვილონ არსებით გარემოებებზე და შეისწავლონ კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოების პასუხისგებლობის საკითხი.
- ქალაქ რუსთავის მერიამ იმსჯელოს წყლის ობიექტზე მიმაგრებული მაშველების კვალიფიკაციის პრობლემაზე და განიხილოს ობიექტზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველების განთავსების საკითხი.

კამპანია „იცურე მშვიდად“ 2018 წელს დაიწყო ანა დოლიძის, ადამიანის უფლებათა ცენტრის, CENN-ის და პროგრესის ცენტრის ინიციატივით. კამპანიის მიზანია ხელისუფლების პასუხისმგებლობის გაზრდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. კამპანიას მხარს უჭერს ღია საზოგადოების ფონდი.


ახალი ამბები