02:18, Sunday, 18.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კამპანია 'იცურე მშვიდად' მონაწილეები აქციის შემდეგ რუსთავის მერს შეხვდნენ

19.07.2019

 
დღეს კამპანია „იცურე მშვიდად“ მონაწილე ორგანიზაციებმა მორიგი აქცია გამართეს ქალაქ რუსთავში, კულტურისა და დასვენების პარკში, სადაც ცოტა ხნის წინ ტბაში მოზარდი დაიხრჩო.
 
აქციის დასრულების შემდეგ, კამპანიის მონაწილეები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი ტაბაღუას და მის მოადგილეს, ბესიკ ტოგონიძეს შეხვდნენ. 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელებმა მოისმინეს კამპანიის მონაწილეთა მოთხოვნები: 

- ქალაქ რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში არსებულ წყლის ობიექტზე გაძლიერდეს მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა; 
- ქალაქ რუსთავის მერიამ იმსჯელოს პარკში დასაქმებული მაშველების კვალიფიკაციის პრობლემაზე და განიხილოს წყლის ობიექტზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველების განთავსების საკითხი. 
- აუცილებელია ტრაგიკული შემთხვევის გამომწვევი მიზეზების შესწავლა და ყურადღების გამახვილება არსებით ფაქტორებსა და გარემოებებზე, რაზეც საგამოძიებო ორგანოები არ მუშაობენ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარე ფორმალური გამოძიებისას.

ქალაქ რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ აღნიშნა, რომ მერია შეისწავლის ყველა საკითხს, რაზეც კამპანია ყურადღებას ამახვილებს. მისი თქმით, მაშველების გარდა, წყლის ობიექტს დაცვის სამსახურის თანამშრომლებიც იცავენ და მათი მუშაობის ეფექტიანობა გაიზრდება.  მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პარკის ტერიტორიაზე იგეგმება სათვალთვალო ვიდეოკამერების დამონტაჟება, მათ შორის - ტბის მთელ პერიმეტრზე. მერია განიხილავს საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველების განთავსების საკითხსაც.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაღებსა და სკოლების დაწყებით კლასებში ცურვის გაკვეთილების დანერგვის საკითხს. ქალაქ რუსთავში ამჯერად ორი საცურაო აუზია, სადაც ცურვა ფასიანია. სამომავლოდ მნიშვნელოვანია, საცურაო აუზები რაც შეიძლება მეტი ოჯახისთვის იყოს ხელმისაწვდომი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, წყლის ობიექტებზე სიკვდილიანობის საუკეთესო პრევენციული ღონისძიება ბავშვებისთვის ადრეულ ასაკში ცურვის შესწავლაა.  

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკის წყლის ობიექტი - პატარა ხელოვნური ტბა, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ადგილია, სადაც ბოლო წლებში მოზარდების დახრჩობის ფაქტები დაფიქსირდა. 2016 წელს მომხდარი შემთხვევის შემდეგ, რუსთავის მერიამ გადადგა პირველი ნაბიჯი და ტბაზე მაშველები განათავსა. ასევე, შემოიზღუდა ის ადგილი, სადაც ბანაობა ნებადართულია. დანარჩენ ტერიტორიაზე განთავსებულია ბანაობის ამკრძალავი და სხვა საინფორმაციო ბანერები. მიუხედავად ამისა, ერთი თვის წინ რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში 11 წლის მოზარდი დაიხრჩო. შემთხვევა სწორედ იმ ადგილას მოხდა, სადაც ბანაობა ნებადართულია და ადგილზე, წესით, მაშველებიც უნდა ყოფილიყვნენ. 

კამპანია „იცურემშვიდად“ 2018 წელს დაიწყო ანა დოლიძის, ადამიანის უფლებათა ცენტრის, CENN-ის და პროგრესის ცენტრის ინიციატივით. კამპანიის მიზანია ხელისუფლების პასუხისმგებლობის გაზრდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. კამპანიას მხარს უჭერს ღია საზოგადოების ფონდი.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

სიკვდილით სავსე ქალაქი
ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. კარგად დახედეთ ბავშვებს და ჩაეხუტეთ. მოიკითხეთ დედა. დაურეკეთ მეგობრებს. გადახედეთ სახლის საბუთებს, ხომ წესრიგშია. თქვენ მალე მოკვდებით. თქვენ მოკვდებით ავარიაში.
ვრცლად...
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
კუდები გვაკვირვებს
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC