კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა ტატუნაშვილის და ბაშარულის საქმეებზე კითხვებს არ პასუხობს

19 ივლისი, 2019
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან გამოქცეული არმატ გაბარაევი და ანდრეი კაბისოვი ქართველმა სამართალდამცავებმა 17 ივლისს ერგნეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ოსური მედიის ინფორმაციით, მათ ცხინვალის ციხიდან გაქცევა და ოს მილიციელებზე შეიარაღებული თავდასხმა ედებათ ბრალად. 

დაკავებული პირების მიმართ საქართველოს შსს-მ გამოძიება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო. საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსული ერთ-ერთი პირი მძიმედ იყო დაჭრილი. ოპერაციის შემდეგ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

18 ივლისს, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების ფარგლებში, ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე, ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენელს, საქართველოს ხელისუფლებისთვის, აღნიშნული პირების გადაცემის მოთხოვნის შესახებ საკითხი არ დაუყენებიათ. ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ ეგორ კოჩიევმა, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადა.

„რაც შეეხება ძებნილების გადმოცემასთან დაკავშირებით თქვენ კითხვას, ეს საკითხი დღეს არ დასმულა შეხვედრაზე და ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ“, - მოკლე განცხადებით შემოიფარგლა კოჩიევი, თუმცა ჟურნალისტებთან საუბრისას ძირითადად იმ საკითხზე გაამახვილა ყურადღება რაზეც მხარეები თანხმდებიან.

„ჩვენ გვაქვს ურთიერთგაგება ზოგიერთ საკითხზე. ესაა ხანძარსაწინააღმდეგო და საირიგაციო საკითხები. რაც შეეხება სადემარკაციო და სადელიმიტაციო საკითხებს ეს სხვა კაბინეტებში წყდება. ჩვენ ვაგრძელებთ სახელმწიფო საზღვრის მოწყობის სამუშაოებს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე”, - ამბობს ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენელი.

შეხვედრიდან გამოსულმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან საუბარში იმ საკითხებზე გააკეთეს აქცენტები, რალზეც ცხინვალის დე ფაქტო მთავრობასთან შეთანხმებას ვერ აღწევენ. ესაა: არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის და დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საქმეების გამოძიება. 

,,დღევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურდღება კვლავ დაეთმო არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი წამებისა და მკვლელობის ფაქტს, კიდევ ერთხელ კატეგორიულად მოვითხოვეთ არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების და პირადი ნივთების გადმოცემა. ასევე გავაჟღერეთ დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით არსებული პასუხგაუცემელი კითხვები, რაზედაც პასუხები კვლავ არ მიგვიღია. ჩვენი ამოცანაა, პასუხი გაეცეს ყველა არსებულ კითხვას და აღსრულდეს სამართალი“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ბოლო პერიოდში მომხდარ ინციდენტებზე ისაუბრეს. მათ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები და საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტები. 

ქართული მხარის ინფორმაციით, 2019 წლის მაისიდან ივლისამდე ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით  5 ადამიანი დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, გასული წლის ექვსთვიან პერიოდთან შედარებით საქართველოს მოქალაქეების დაკავების სტატისტიკა წელს გაზრდილია. 

საოკუპაციო რეჟიმმა 2017 წელს 126 საქართველოს მოქალაქე დააკავა, 2018 წელს - 100, 2019 წლის 1 იანვრიდან ამ დრომდე უკვე 44 მოქალაქეს აღუკვეთეს უკანონოდ თავისუფლება.

ახალი ამბები