კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი კანდელაკისთვის იჯარის გახანგრძლივების საკითხმა ხმაური გამოიწვია

30 ივლისი, 2019
 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

26 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ხმაური, კრივში მსოფლიო ჩემპიონისა და ბიზნესმენის, გიორგი კანდელაკისთვის 35 კვ/მ მიწის ნაკვეთის იჯარის ვადის 5 წლით გაგრძელების საკითხმა გამოიწვია. ბიზნესმენი სტალინის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ღია კაფეს მოწყობას გეგმავს. მან საკრებულოს საიჯარო ხელშეკრულების 5 წლით გაგრძელების თხოვნით მიმართა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრის, ვასილისა ჯაბახიძის განცხადებით, ადგილობრივ, ხელისუფლება იჯარით მიწის ნაკვეთებს იმ ბიზნესმენებს აძლევს, ვინც არჩევნებში მმართველ პარტიას ეხმარება.

„გიორგი კანდელაკი „ქართული ოცნების“ მთავარი მედროშეა და აქტიურად არის ჩართული საარჩევნო პროცესებში. მას ვარიანის ზონა აბარია და გარკვეულ ზონდერ ბრიგადებთან ერთად ცდილობს, წინასაარჩევნოდ, კუნთების თამაშით, მოსახლეობა დააშინოს და ხმა მიაცემინოს მმართველი პარტიისთვის. ამას გიორგი კანდელაკს „ქართული ოცნება“ და ადგილობრივი ხელისუფლება უფასებს და მას ხელს უწყობენ ბიზნესის განვითარებაში, იჯარით გადასცემენ პრესტიჟულ ტერიტორიას. ეს არის ორმხრივი ინტერესი, რადგან გიორგი კანდელაკი არა მარტო ფიზიკურად დაეხმარება წინასაარჩევნოდ, არამედ დააფინანსებს „ქართულ ოცნებას“, - აცხადებს ვასილისა ჯაბახიძე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე აცხადებს, რომ გიორგი კანდელაკმა 35 კვ/მ ფართის იჯარით გადაცემაზე მეორედ მიმართა საკრებულოს. რაზმაძის თქმით, პირველად 5 წლის წინ,  წინა მოწვევის საკრებულომ საკითხს მხარი დაუჭირა და ახლა, იჯარის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, კანდელაკი კიდევ 5 წლით ითხოვს ვადის გახანგრძლივებას.

„რატომ უნდა ვუთხრათ უარი, როდესაც პირნათლად აქვს გადახდილი საიჯარო თანხა?! არანაირი პოლიტიკური ნიშნით არ ხდება იჯარის ვადის გახანგრძლივება“, -აცხადებს დავით რაზმაძე.

გიორგი კანდელაკს სტალინის გამზირზე დახურული სავაჭრო ცენტრი აქვს და სწორედ მის მიმდებარედ ითხოვს 35 კვ/მ ფართის გადაცემას ღია კაფეს მოსაწყობად. 

საკრებულოს სხდომაზე საკითხის დადებითად გადაწყვეტილის შემთხვევაში, წლიური საიჯარო ქირა 1 800 ლარი იქნება.

ახალი ამბები