12:37, Monday, 16.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კამპანია 'იცურე მშვიდად' - მოსწავლეთა კიდევ ერთი აქცია თბილისის ზღვაზე

09.08.2019

ხვალ, 10 აგვისტოს, 09:00-დან 11:00 საათამდე CENN-ის საზაფხულო მწვანე ბანაკის მონაწილე მოსწავლეები კიდევ ერთ აქციას გამართავენ თბილისის ზღვაზე, ე.წ. ჩანჩქერთან, სადაც მდ. არაგვი უერთდება თბილისის წყალსაცავს. 

აქციადაიგეგმა Bulachauri Green Center • ბულაჩაურის მწვანე ცენტრი-ს საზაფხულო ბანაკში,  ნიკო კეცხოველის პრემიის მონაწილე მოსწავლეების მიერ, რომლებიც უერთდებიან კამპანიას „იცურე მშვიდად“. 

თბილისის ზღვაზე საზაფხულო ბანაკის მონაწილეებმა 30 ივნისსაც გამართეს აქცია-პერფორმანსი - ადგილზე არსებულ დაზიანებულ კონსტრუქციაზე მოაწყვეს ბანერი გამაფრთხილებელი წარწერით, რომელიც მოქალაქეებს მიუთითებს ამ ადგილაზე არსებული სასიკვდილო საფრთხის შესახებ. CENN-ის მხარდაჭერით, აქცია-პერფორმანსის შესახებ მომზადდა ვიდეორგოლი, რომელიც გავრცელდა სოციალურ ქსელში. 

თბილისის ზღვაზე, სადაც მოსწავლეთა აქცია იმართება, წლების განმავლობაში რამდენიმე ადამიანია დამხრჩვალი, მათ შორის - ბავშვები. ამის მიუხედავად, თბილისის მერია ჯიუტად არ ამონტაჟებს გამაფრთხილებელ ბანერებს. დღემდე არ აღსრულებულა 24 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც დაკმაყოფილდა ორი დაზარალებული ოჯახის ადმინისტრაციული სარჩელის მოთხოვნები და მერიას თბილისის ზღვაზე, ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე, გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟება დაევალა. მერიას ასევე ევალება არხის ზოლზე 2.5 მეტრის სიმაღლის კედლის მოწყობა, რათა მასზე გადასვლა ვეღარ შეძლონ.

ნიკო კეცხოველის პრემიის მონაწილე მოსწავლეთა ხვალიდელი აქციის ადრესატები კვლავ არიან ერთი მხრივ, მოქალაქეები, რომლებიც ამ ადგილის საშიშროების შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ და მეორემხრივ, თბილისის მერია, რომელიც პასუხისმგებელია ქალაქის ტერიტორიაზე წყლის ობიექტებზე მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვაზე.

CENN-ის საზაფხულო მწვანე ბანაკი ხორციელდება „ავსტრიის თანამშრომლობა - განვითარებისთვის" (Austrian Development Cooperation) ფინანსური მხარდაჭერით. კამპანიას „იცურე მშვიდად" მხარს უჭერს ღია საზოგადოების ფონდი.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC