კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოკუპაცია გუგუტიანთკარში

14 აგვისტო, 2019
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

​რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წლის შემდეგ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიტაცებას კვლავ აქტიურად აგრძელებენ.  ამჯერად ე.წ. „საზღვრის“ სადემარკაციო სამუშოები გორის მუნიციპალიტეტის, საოკუპაციო ხაზთან მდებარე, სოფელ გუგუტიანთკარში განახლდა. სოფელში ოკუპანტები 8 აგვისტოს გამოჩნდნენ და გამყოფი ხაზის გასავლებად სამუშოები დაიწყეს, თუმცა, მალევე შეწყვიტეს და მხოლოდ რამდენიმე რკინის ძელის მონტაჟი მოასწრეს. ფაქტი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მყისიერად გააპროტესტეს.​ 

8 აგვისტოს გუგუტინთკარში იმყოფებოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიდაძე. მისი თქმით, გუგუტიანთკარში განვითარებულ მოვლენებზე საქართველოს ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას ინფორმაცია მიაწოდა და უკანონო ბარიერების სამუშაოების შეჩერება მოითხოვა.

“ახლა იმის გარკვევა მიმდინარეობს, კონკრეტულად, რამხელა ტერიტორიაა, ვინ დაზარალდა ამით, ადგილობრივი მოსახლეობის ნაკვეთებში არის თუ არა გადმოსული ეს უკანონო კონსტრუქციები, რომლებიც ჩვენი თვალით ვნახეთ. დღევანდელი დღე, ალბათ, ფაქტია იმისა, რომ რუსეთი არ ჩერდება, საოკუპაციო ძალა უკან არ იხევს და პირიქით, მაქსიმალურად ცდილობს, რომ სიტუაცია გაამწვავოს. პროვოკაციებს აწყობს, სხვას ვერაფერს დაარქმევ გუშინდელ და დღევანდელ დღეს მსგავს საქმიანობას, როდესაც ჩვენ 2008 წლის საომარი მოქმედებებისა და ამ დიდი ტრაგედიის 11 წლისთავს აღვნიშნავთ“,  - განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.

გუგუტიანთკარში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელები მე-6 დღეა, აღარ გამოჩენილან. იმ შემთხვევაში, თუ საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. „საზღვრის“ სადერმაკაციო სამუშაოებს განაახლებენ, ადგილობრივების თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამი სახლი და ნაკვეთების ნაწილი მოექცევა. ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდება წყლის ავზიც, საიდანაც სოფელი სასმელი წყლით მარაგდება.   

,,გამოჩნდნენ მოულოდნელად და დაიწყეს ბოძების მონტაჟი და მალევე გააჩერეს, თუ გააგრძელეს სამუშაოები სამი სახლი და ნაკვეთების ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიზე მოექცევა. ასევე სოფელს სასმელი წყლის გარეშე დარჩენის საფრთხეც ემუქრება, რადგან წყლის სათავე-ნაგებობა იმის იქეთ არის, სადაც ბოძების მონტაჟი დაიწყეს", - აცხდებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მერაბ მახარაშვილი.

გუგუტიანთკარში ომის შედეგად დამწვარ და დაზიანებული სახლებს 11 წლის წინანდელი ომის კვალი კვლავ ემჩნევა, ომის შედეგად დაზარალებულებს საოკუპაციო ძალებმა ახალი საფიქრებელი გაუჩინეს, სოფელში ყოველდღიურად შიშით ელოდებიან ოკუპანტების გამოჩენას, განსაკუთრებით კი ისინი, ვის სახლებსა  და ნაკვეთებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრის საფრთხე ემუქრებათ.  

გუგუტიანთკარში უკანონო ბარიერების აღმართვის საკითხს საქართველოს ხელისუფლება ჟენევის მოლაპარაკების ფორმატთან ერთად ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში, 29 აგვისტოს დაგეგმილ შეხვედრაზეც დააყენებს. 

ახალი ამბები