კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოკუპანტების დღის წესრიგი გუგუტიანთკარში

19 აგვისტო, 2019
 
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

​იმ დროს, როდესაც გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალები ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელ ბარიერებს აშენებდნენ, გუგუტიანთკარში  მცხოვრები  გივი რაზმაძე საკუთარ სახლს საკუთარი ხელით ანგრევდა, რადგან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ მისი სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა  და ცხოვრებას ვეღარ შეძლებდა.  რაზმაძეს ოკუპანტებმა  სამშენებლო მასალებისა და საჭირო ნივთების გამოსატანად   სამდღიანი ვადა მისცეს.

,,რაც დარჩენილია გამომაქვს, აბა, იმათ გავატანო ჩემი ნაშრომი და ნაწვალები? ერთი ეს სახლ-კარი მქონდა და ამასაც მართმევენ", - აცხადებს გივი რაზმაძე, რომლის სახლის გარდა კიდევ ორის სახლი ხვდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

გუგუტიანთკარში მაცხოვრებლები ამბობენ, რომ სამი სახლის გარდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა ნაკვეთების ნაწილი და წყლის სათავე ნაგებობა, საიდანაც  სოფელს სასმელი წყალი მიეწოდებოდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ისინი დაუცველები არიან და მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად საქართველოს ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ.

„გვინდა, მსოფლიოს მიაწვდინოთ ხმა, ჩვენ რა სატანჯველში ვართ. ტყვედ ვიყავი აყვანილი, რუსული ჩექმა მომხვდა, მაწამეს, მაგრამ სოფელი არ დამიტოვებია. არც ახლა დავტოვებ, მაგრამ რა ვუთხრა შვილებსა და შვილიშვილებს? მიაწვდინეთ მსოფლიოს ხმა. დამწვარ სახლში შვილიშვილები ვერ შემყავს“,- აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან საუბარში. 

ციხელაშვილი 16 აგვისტოს გუგუტიანთკარში ქვეყანაში აკრედიტირებულ ელჩებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა. 
 „დღეს აქ ელჩებთან, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ვიმყოფებით, რათა მათ საკუთარი თვალით ნახონ, თუ რა ხდება ქართულ სოფლებში, რა ზომებს მიმართავს საოკუპაციო რეჟიმი და როგორ არის ეს პირდაპირ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული", - განაცხადა ციხელაშვილმა.

 16 აგვისტოს საღამოს საათებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხდა, რომ გუგტიანთკარში საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. ‘საზღვრის“ სადემარკაციო სამუშაოები შეაჩერეს, რასაც მინისტრი სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ თანმიმდევრულ ნაბიჯებსა და საერთაშორისო დიპლომატების მხარდაჭერას უკავშირებს.

„7 აგვისტოსვე გაკეთდა პირველი ოფიციალური განცხადება. საგარეო საქმეთა სამინისტროში მოწვეული იყვნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მათ დეტალურად ეცნობათ ინფორმაცია იქ მიმდინარე უკანონო პროცესთან დაკავშირებით. 8 აგვისტოს ქართულმა მხარემ საკითხი დააყენა გაეროს უშიშროების საბჭოს ფორმატში. სწორედ ეს გახლავთ ყველაზე მაღალი ტრიბუნა, სადაც ჩვენს პარტნიორებს ვთხოვეთ, რომ განსაკუთრებული აქცენტი გაეკეთებინათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესთან მიმართებაში. იმავე დღეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთდა შესაბამისი განცხადებები უკანონო მოქმედებასთან დაკავშირებით. ასევე, 7,8 9 აგვისტოს ჩვენ გავააქტიურეთ ორმხრივი არხები იმისთვის, რომ ყველა დედაქალაქის მხრიდან მოგვესმინა აღნიშნულ უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით შეფასებები. ცხადია, ეს ყველაფერი განხორციელდა საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური მუშაობისა და ძალისხმევის შედეგად“,  - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გუგუტიანთკარში ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბოძების მონტაჟი 7 აგვიტოს დაიწყეს, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ფაქტის გაპროტესტების შემდეგ სამუშაოები რამდენიმე დღით შეაჩერეს და 14 აგვისტოს კვლავ განაახლეს.  

ახალი ამბები