კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრა ჩაიშალა

29 აგვისტო, 2019
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

29 აგვისტოს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების ფარგლებში მიმდინარე შეხვედრაზე, ქართული მხარე 10 საკითხის განხილვას აპირებდა, თუმცა მოლაპარაკებები პირველივე საკითხს ვერ გასცდა და შეხვედრა ჩაიშალა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განაცხადებით,  ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრის დროს ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობამ, საოკუპაციო ძალების მხარდაჭერით, დაიჭირეს დესტრუქციული პოზიცია  და შეხვედრა დატოვეს.

“აღნიშნული საკითხის განხილვისას ცხინვალის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ძალების მხარდაჭერით დაიჭირეს უკიდურესად დექსტრუქციული პოზიცია და რამდენჯერმე გააჟღერეს ულტიმატუმი და დაემუქრნენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ფუნქციონირებას იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა. ცენტრალური ხელისუფლების მიერ ხაზგასმით იქნა დაფიქსირებული პოზიცია, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი არ გახლავთ ის ფორმატი, სადაც მისაღებია ულტიმატუმების ენით საუბარი და ნებისმიერი საკითხი შეიძლება განხილულ იქნას დიალოგის გზით. სამწუხაროდ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაჟღერებული კონსტრუქციული შეთავაზებები მათ მიერ არ იქნა გაზიარებული და მათმორიგ ჯერზე შეხვედრა ჩაშალეს “, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ოსური მხარე საქართველოს ხელისუფლებისგან სოფელ წნელისის მიმდებარედ განთავსებული საგუშაგოს აღებას მოითხოვდა ამისთვის დრო 30 აგვიტოს დილის 6 საათამდე მისცა. 

„პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, რესპუბლიკის ხელისუფლება გამოიყენებს ყველა კანონიერ ზომას, სამხრეთ ოსეთის ხალხის და სახელმწიფო საზღვრის დასაცავად“,- ასეთი კომენტარი გააკეთა შეხვედრის ჩაშლის შემდეგ ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა სააგენტო „რეს“-თან საუბრისას.

 საპოლიციო საგუშაგო, რომლის გაუქმებასაც ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობა მოითხოვდა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ჩორჩანასთან მდებარეობს, რომელიც ოსურ სოფელ წნელისს ესაზღვრება. ამის გათვალისწინებით ქართული მხარე ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის მოთხოვნას ,,ცინიზმით გაჯერებულ აფსურდად“ აფასებს და მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით შექმნილ საპოლიციო ბლოკ-პოსტის დაშლას არ აპირებს.

ახალი ამბები