კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკადრო ცვლილებები გორის მერიაში

5 სექტემბერი, 2019
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მერიაში მიმდინარე საკადრო პოლიტიკა მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის ხელწერა რომ არ არის ამას კიდევ ერთი ფაქტი მეტყველებს. მერის მოადგილის თანმდებობიდან ეკატერინე სუხიშვილის წასვლის შემდეგ მერის მოადგილის თანამდებობა ვაკანტური იყო, ამ პერიოდის განმავლობაში, ადგილობრივი მედიის არაერთი მცდელობის მიუხედავად, მუნიციპალიტეტის მერის პასუხი იყო, რომ რამდენიმე კანდიდატის განხილვის პროცესში იყო და არჩევანის გაკეთება უჭირდა.

24 აგვისტოს, რადიო ,,მოზაიკასთან" საუბარში, გორის მერს კონსტანტინე თავზარაშვილს პაატა ივანიშვილის გახსენება ჯერ გაუჭირდა, შემდეგ კი მოადგილედ მისი დანიშვნა გამორიცხა. ამ საუბრიდან 9 დღეში, 2 სექტებერს, გორის მერმა მის მოადგილედ სწორედ პაატა ივანიშვილი დანიშნა. ,,ჩემს მოადგილედ დავნიშნე პაატა ივანიშვილი, ის შევარჩიე თავისი გამოცდილებით, მენეჯერობით და თავისი კაცობით", - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

პაატა ივანიშვილი პირველი კადრი არ არის, ვის გამოც თავზარაშვილი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მას ასევე ინფორმაცია არ ჰქონდა მუნიციპალიტეტის კეთლმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე ბაჩანა გვიანიშვილის კანდიდატურის განხილვის შესახებ. ჟურნალისტების კითხვაზე, განიხილებოდა თუ არა ბაჩანა გვინიშვილის კანდიდატურა, თავზარაშვილმა უპასუხა, რომ ამ პიროვნების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა, თუმცა რამდენიმე დღეში კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელად სწორედ ბაჩანა გვიანიშვილი დანიშნა. 

ვინ არის ბაჩანა გვიანიშვილი? - ამ კითხვის პასუხი ნათელს მოჰფენს თუ ვისი ხელწერაა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე საკადრო პოლიტიკა. ბაჩანა გვიანიშვილი შიდა ქართლის გუბერნატორის, გიგი ხოჯევანიშვილის კურსელი და მეგობარია. სწორედ მხარის გუბერნატორის თვითმმართველობის ფუნქციებში ჩარევით ხსნიან გორის მერიაში საკადრო პოლიტიკას. ამას ისიც ემატება, რომ მერის კიდევ ერთი მოადგილე ერასტი ელიჯარაშვილი მხარის გუბერნატორის მეგობარია.

,,ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს გუბერნატორი, მერი არის უბრალოდ ბეჭდის დამრტყმელი და ხელმომწერი. მას მეტი ფუნქცია აღარ აქვს", - აცხადებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან საკრებულოს წევრი ბექა ქორჩილავა.

კონსტანტინე თავზარაშვილი პაატა ივანიშვილთან ერთად 3 სექტემბერს ტყვიავში იმყოფებოდა, სადაც სოციალურად დაუცველ გიგუაშვილების 6- სულიან ოჯახს ხის კოტეჯი გადასცეს. ტყვიავში გორის მერი და მისი მოადგილე  მედიისგან ფარულად წავიდნენ და ასე აიცილა მერმა თავიდან მისთვის არასასურველ კითხვებზე პასუხი. რაც შეეხება მერის ახალ მოადგილე პაატა ივანიშვილს, ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" შიდა ქართლის რეგიონული ფილიალის გორის სერვისს ცენტრის მენეჯერად მუშაობდა.

ახალი ამბები