06:03, Sunday, 20.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ჩორჩანა-წნელისის კრიზისი

16.09.2019

 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ჩორჩანა-წნელისის კრიზისის დაძლევას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელები, შეხვედრებისა და მოლაპარაკებების მიუხედავად, ვერ ახერხებენ. კრიზისი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით საპოლიციო საგუშაგოს გაკეთებას მოჰყვა, რაც დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს და 29 აგვისტოს ერგნეთის შეხვედრა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს. ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა საოკუპაციო ხაზთან ქართული ბლოკ-საგუშაგოს გაუქმებას ითხოვს, საქართველოს ხელისუფლება კი აცხადებდა, რომ დე ფაქტო მთავრობისგან მოთხოვნების წაყენება გაუგებარია, მით უფრო, რომ ბლოკ-საგუშაგო საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.

ინტენსიური მოლაპარაკებების მიუხედავად ჩორჩანა-წნელისის კრიზისი მოგვარების ნაცვლად კიდევ უფრო მწვავდება. ცხინვალის დე ფაქტო მთვარობამ საპასუხოდ საგუშაგოების მოწყობა ორ ლოკაციაზე -  საქართველოს კონტროლირებად სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო. 

„ის სადაც მიმდინარეობს ბლოკ-საგუშაგოების მოწყობა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა, მეორე პოსტის მოწყობის სამუშაოები სოფელ წაღვლისა და ყობის სიახლოვეს მიმდინარეობს", - ამბობს ჩორჩანის თემში ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ვაჟა ლომიძე. იგი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან დამატებით ორი ბლოკ საგუშაგოს მოწყობით შექმნილ დაძაბულობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას უსაფრთხოების განცდა აღარ აქვს და შეშინებულია.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ,,ძალა ერთობაშია“-ს წარმომადგენელ დავით ქაცარავას განცხადებით, საოკუპაციო ძალების მიერ  ბლოკ-საგუშაგოების მოწყობის გამო 300 ჰა-მდე ტერიტორიას ოკუპაციის საფრთხე ემუქრება.

,,ჩვენი პირველადი შეფასებით, ხაშურის რაიონის ტერიტორიები, დაახლოებით, 300 ჰექტრამდე, ფაქტობრივად, წაღებული აქვთ და ოკუპირებული. ეს ის ტერიტორიაა, რომელიც ჩვენ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად არ დაგვიკარგავს. ეს ხაშურის რაიონის ტერიტორიებია, რომლებიც არასოდეს შედიოდნენ ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში",  - აცხადებს ქაცარავა.

8 სექტებერს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ხაშურის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს სოფელ ოძისში გაეცნენ. საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაწყებულ ბლოკ-პოსტების მოწყობაზე მათ ინფორმაციას სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძე აცნობდა. დიპლომატების განცხადებით, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესახებ ინფორმაციას  კოლეგებს მიაწვდიან.

„აქ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ადმინისტრაციულ საზღვართან რუსული ძალების ხანგრძლივ ყოფნას და ბორდერიზაციას. შეერთებული შტატები რუსეთს მოუწოდებს, უკან დაიხიოს და დაასრულოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა დიპლომატებს განუცხადა, რომ საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოქმედებები ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხო გარემოს.

,,ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყურადღებით ეპყრობა ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას. მნიშვნელოვანია, რომ მათთვის ხელმისაწვდომია ჯანდაცვის პროგრამები, მედიცინა და სხვა. პრობლემა კი ის არის, რომ რუსეთი აგრძელებს ოკუპაციას და ბორდერიზაციას, ხდება საზღვრის უკანონო პერმანენტული გადმოწევა, ეს კი ზღუდავს მოქალაქეების უფლებებს და სერვისების ხელმისაწვდომობას. რთულდება მათი უკან, ოკუპირებულ რეგიონში დაბრუნება. ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობაზე საერთაშორისო უფლებები და ნორმები გავრცელდეს", - განაცხადა მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორმა კურტ ვოლკერმა.

13 სექტებერს, ერგნეთის შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს ჩორჩანა-წნელისის კრიზისის დაძლევის გზებზე, თუმცა, როგორც სუს-ის ანალატიკური დეპარტამენტის წარმოამდგენელი ამბობს, ერთდერთი, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ, ეს დიალოგის გაგრძელების საკითხია.

„პოზიციები კვლავ განსხვავებულია. ჩვენ ხაზი გავუსვით იმ გარემოებას, რომ სტანდარტული პოლიციის საგუშაგო გააგრძელებს ფუნქციონირებას ჩვეულებრივად და მისი დანიშნულება იქნება ადგილზე, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. ამასთანავე, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მოვითხოვეთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ნებისმიერი უკანონო აქტივობის შეწყვეტა. ამ საკითხთან დაკავშირებით გაჟღერებული იქნა დიამეტრალურად განსხვავებული მოსაზრებები, შესაბამისად, კონსენსუსი ამასთან დაკავშირებით მიღწეული არ არის. რაც შეეება დიალოგის გაგრძელების პერსპექტივებს, ამ კონკრეტულ საკითხში კონსენსუსი მიღწეულია და ყველა მონაწილემ ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია გაგრძელდეს დიალოგი პოზიციების დაახლოების მიზნით. ჩვენი შემდეგი შეხვედრის თარიღი ზუსტად არ არის განსაზღვრული", - განაცხადა ანთაძემ.

ირაკლი ანთაძის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმი კრიზისის მოგვარების ნაცვლად მის გამწვავებას უწყობს ხელს. ამის მაგალითად კი ოკუპირებული ახალგორის გადასავლელების ჩაკეტვას ასახელებს. ანთაძის თქმით, ცხინვალის დე-ფატო მთავრობის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე პირდაპირ თქვეს, რომ ახალგორის გადასასვლელების დაკეტვის გადწყვეტილება ჩორჩანაში გახსნილ საპოლიციო ბლოკ-საგუშაგოს უკავშირდება.

"ახალგორის საკითხი, რა თქმა უნდა, დავაყენეთ შეხვედრაზე და, სამწუხაროდ, მათ გადასასვლელების ჩაკეტვა დაუკავშირეს, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს, რაზეც ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ეს არის წმინდა ჰუმანიტარული ასპექტი, რითაც სარგებლობს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი, მკვიდრი მოსახლეობა. ასევე აღვნიშნეთ, თუ რამდენად დამაზიანებელი იქნება ეს მათთვის, რაც გააუარესებს მათი ყოველდღიური ცხოვრების პირობებს. სამწუხაროდ, ამ პუნქტთან დაკავშირებითაც არ არის მათი პოზიცია კონსტრუქციული და გადასასვლელების დაკეტვა პირდაპირ დაუკავშირეს ჩორჩანაში მიმდინარე პროცესებს, რაც, რა თქმა უნდა, მიუღებელია”,- აცხადებს ანთაძე.

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მიმოსვლა მალე არ აღდგება, სოფლებში მაცხოვრებლების რაოდენობა შემცირდება, რადგან თბილისი ცხინვალთან შედარებით უფრო ახლოა და ადგილობრივები როგორც ეკონომიკურად, ისე სხვა პირველადი საჭიროებით მთლიანად დაკავშირებული არიან თბილისთან მიმოსვლის აღდგენაზე.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC