კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტრენინგი უფროსკლასელთათვის: 'WaSH, ადამიანის უფლებები და ადვოკატირება'

1 ოქტომბერი, 2019
 
UNICEF-ისა და ევროკავშირისა მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების „ახალგაზრდები უკეთესი WaSH-სთვის“ (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) და „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს უფროსკლასელი მოსწავლეების შერჩევას სატრენინგო პროგრამაში - „წყალი, ადამიანის უფლებები და ადვოკატირება“  მონაწილეობის მისაღებად. 

ტრენინგში მონაწილეობა შეუძლია კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონების სამიზნე მუნიციპალიტეტების (ახმეტა, საგარეჯო, ლაგოდეხი, დმანისი, მარნეული, თეთრიწყარო და წალკა) სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეებს, რომლებიც დაინტერესებული და მოტივირებული არიან, მიიღონ მეტი ინფორმაცია WaSH საკითხებზე, შეიძინონ ადვოკატირების უნარები და ტრენინგების დასრულების შემდეგ თავად განახორციელონ WaSH-თან დაკავშირებული პრობლემების ადვოკატირება მათსავე მუნიციპალიტეტებში.

ტრენინგი გაიმართება ბულაჩაურის მწვანე ცენტრში. 

მარნეული - დმანისის უფროსკლასელთათვის ტრენინგები გაიმართება - 19-20 ოქტომბერს; 

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, დაინტერესებულმა პირებმა შეავსონ თანდართული განაცხადის ფორმა  და გამოგზავნონ მეილზე <31>youth4wash@gmail.com

მარნეული-დმანისის გუნდისთვის განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 15 ოქტომბერი.

დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. 

გისურვებთ წარმატებას!

 
განცხადების ფორმა

ტრენინგი ხორციელდება პროექტების „ახალგაზრდები უკეთესი WaSH-სთვის“ (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) და „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ ფარგლებში, რომლებსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდის და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით



ახალი ამბები