კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საჯარო რეესტრს საოკუპაციო ხაზთან მდებარე მიწის ნაკვეთის ი.ბ.-სთვის საკუთრებაში დარეგისტრირება დაევალა

9 ოქტომბერი, 2019
 
სოფელ დიცის მკვიდრმა ი.ბ.-მ იმის დასამტკიცებლად, რომ ნაკვეთი ოკუპირებულ ზონაში არ იყო მოქცეული, სასამართლო დავა 2018 წელს დაიწყო. რაიონულმა და სააპელაციო სასამართლოებმა ფაქტი დაადასტურეს. ორი ინსტანციის  გადაწყვეტილება საჯარო რეესტრს უზენაეს სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია, რაც ნიშნავს იმას, რომ ი.ბ. მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებას შეძლებს.

2019 წლის ივნისის თვეში თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩივარი და ძალაში დატოვა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც გორის რაიონულმა სასამართლომ, ადამიანის უფლებათა ცენტრის სარჩელის საფუძველზე, დაავალა სააგენტოს საოკუპაციო ხაზთან მდებარე მიწის ნაკვეთის ი.ბ.-ს საკუთრებაში დარეგისტრირება. აღნიშნული განჩინება საჯარო რეესტრის მიერ არ გასაჩივრებულა კანონით დადგენილ ვადაში, შესაბამისად, შევიდა კანონიერ ძალაში  სავალდებულოდ აღსასრულებლად.

მოქალაქესა და სახელმწიფო უწყებას შორის დავა მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების საკითხს ეხება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო რეგისტრაციაზე უარის მიზეზად ი.ბ.-ს ნაკვეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობას ასახელებდა. ი.ბ.-მ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რამდენიმე წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა, სადაც უხსნიდა, რომ მისი მიწის ნაკვეთი, რომლის დარეგისტრირებას ითხოვდა, არა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არამედ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არ გაითვალისწინა მოქალაქის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რის გამოც ადამიანის უფლებათა ცენტრმა გორის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა, შემდგომ კი დავა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდა. 

ი.ბ.-ს სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები